კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლიუდას მაჟილისი - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოლდოვასა და უკრაინისთვის დადებითი ნაბიჯი იყო, მკაფიო პერსპექტივა უნდა მივცეთ საქართველოსაც

ნახვები: 626 ლიუდას მაჟილისი - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოლდოვასა და უკრაინისთვის დადებითი ნაბიჯი იყო, მკაფიო პერსპექტივა უნდა მივცეთ საქართველოსაც

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოლდოვასა და უკრაინისთვის დადებითი ნაბიჯი იყო, მკაფიო პერსპექტივა უნდა მივცეთ საქართველოსაც, – ამის შესახებ ევროდეპუტატმა, ლიუდას მაჟილისმა ევროპარლამენტში გამართული სხდომის დროს განაცხადა, სადაც გაფართოების ახალი სტრატეგია განიხილეს.

მისი თქმით, ევროკავშირი ერთიან ბაზართან წვდომას ამ ქვეყნებს არასათანადოდ სწრაფად აძლევს.

„2004 წელს ევროკავშირის გაფართოების დიდი ტალღის შემდეგ, ჩვენ მუდამ გვესმის საუბრები გაფართოებით გადაღლილობაზე, თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ გაფართოების გარეშე ყოფნის გადაღლილობა გვჭირს. მგონი, ჩვენ ამოვწურეთ ის რეაქტიული სიგნალები, რომლებსაც ვუგზავნით იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის მიღმა დარჩნენ. ჩვენ მუდმივად ვიმეორებთ, დაუახლოვდით ევროკავშირს, მაგრამ ცოტა ხანი კიდევ მოიცადეთ და იყავით კანდიდატები. მსოფლიოს მოთმინება ამოუწურავი არ არის. ჩვენ ასე ვიქცევით და მერე გვიკვირს, რატომ ხდება მსოფლიო უფრო ევროსკეპტიკური, რატომ იხრება ისეთი საშიში ქვეყნებისკენ, როგორიც რუსეთი და ჩინეთია. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოლდოვისა და უკრაინისთვის დადებითი ნაბიჯი იყო. მკაფიო პერსპექტივა უნდა მივცეთ საქართველოსაც. ჩემი აზრით, ჩვენ ასევე არასათანადოდ სწრაფად ვაძლევთ ამ ქვეყნებს ევროკავშირის ერთიან ბაზართან წვდომას. ჩვენ არ უნდა შევიზღუდოთ თავი მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერით, მათ უნდა დავეხმაროთ ფინანსურადაც“, – განაცხადა ლიუდას მაჟილისმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა