კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაატა მანჯგალაძე - წმინდა გიორგისა და დრაკონის დაპირისპირებაში „ქართული ოცნება“ დრაკონის მხარეს დგას

ნახვები: 466 პაატა მანჯგალაძე - წმინდა გიორგისა და დრაკონის დაპირისპირებაში „ქართული ოცნება“ დრაკონის მხარეს დგას

წმინდა გიორგისა და დრაკონის დაპირისპირებაში „ქართული ოცნება“ დრაკონის მხარეს დგას - დღეს დრაკონი ანუ უნივერსალური ბოროტება რუსეთის იმპერიაა, რომელიც უკრაინაში ბავშვებს კლავს! - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, სამწუხაროა, რომ სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებაში სოზარ სუბარიც გველეშაპის მხარეს დადგა.

„წმინდა გიორგი დაკავშირებულია დრაკონის განგმირვასთან. დრაკონი არის უნივერსალური ბოროტება. მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახე ჰქონდა. თანამედროვეობაში სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებისას ეს არის პუტინი და პუტინის რუსეთი. სამწუხაროა, რომ ამ ბრძოლაში "ქართული ოცნება" და მისი წარმომადგენლები ნაცვლად სიმართლისა და წმინდა გიორგი მხარეს დგომისა, არიან დრაკონის მხარეს. ცნობილი სურათი, როცა გველეშაპს წმინდა გიორგი გმირავს, "ქართული ოცნება" არის გველეშაპის მხარეს - სამწუხაროა, რომ სოზარ სუბარიც ამ გველეშაპის მხარესაა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა