კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

"ჩემი ბავშვობის ოცნება იყო...სიგიჟემდე მინდოდა" - რაზე ოცნებობდა თამარ სხირტლაძე

ნახვები: 559 "ჩემი ბავშვობის ოცნება იყო...სიგიჟემდე მინდოდა" - რაზე ოცნებობდა თამარ სხირტლაძე

ქართველი მსახიობი თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ქალბატონი თამარი გადაცემაში “სხვა კითხვები” ბავშვობის ოცნებებზე საუბრობდა.

“მამაჩემი გაგიჟდა, რა დროს მაგის (ცეკვაზე) მიყვანააო. მე, რა თქმა უნდა, ბევრი ვიტირე, რადგან ეს ჩემი ოცნება იყო. სიგიჟემდე მინდოდა. ახლაც მუსიკას რომ გავიგონებ ფეხები თავისით მიდის”, – საუბრობდა თამარ სხირტლაძე.

თამარ სხირტლაძე თეატრისა და კინოს მსახიობი იყო, მას მონაწილეობა მიღებული აქვს ისეთ სპექტალებსა და ფილმებში როგორებიცაა: “კაცია-ადამიანი?!”, “მოძღვარი”, “მეფე ლირი”, “ადამიანთა სევდა”, “ფესვები”, “ლუკას სახარება” და “ნუცას სკოლა”.

2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი. 2019 წელს, მას მიენიჭა “წლის პერსონის” წოდება. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან “ლიზა ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოთი”.

“სიცოცხლე საინტერესო რამაა, მუდმივი მოძრაობა კი მას მეტად უხდება. ღმერთს ვუყვარვარ, იცის, რომ ჩემთვის გაჩერება არ შეიძლება და ყოველთვის მაძლევს ასპარეზს”, – აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა