კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კულტურის სამინისტრო მსახიობ თამარ სხირტლაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ნახვები: 515 კულტურის სამინისტრო მსახიობ თამარ სხირტლაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მსახიობ თამარ სხირტლაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს.

„თამარ სხირტლაძე თეატრისა და კინოს მსახიობი გახლდათ. 2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ გაიხსნა თამარ სხირტლაძის სახელობის ვარსკვლავი, გამოიცა საიუბილეო ალბომი „თამარ სხირტლაძე” (2014, ავტორი დიმიტრი ხვთისიაშვილი). 2019 წელს მიენიჭა „წლის პერსონის” წოდება; ასევე, იმავე წელს, საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან „ელისაბედ (ლიზა) ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდო” მიიღო.

1949-1967 წწ. თამარ სხირტლაძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ხოლო 1967-1975 წლებში რუსთავის თეატრის მსახიობი გახლდათ.

აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული თეატრალური როლები: ფოსინე (კ. ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები”), მაყვალა (მ. ბარათაშვილის „მარინე”), ლამაზისეული (ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!”), მზევინარი (ა. ყაზბეგის „მოძღვარი”), მაია (დ. კლდიაშვილის „უბედურება”), მისის პირსი (ბ. შოუს „პიგმალიონი”), გვირისტინე (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება”), გონერილა (უ. შექსპირის „მეფე ლირი”), ეკა (ო. იოსელიანის „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაციუ”), დედა (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა”) და სხვ. თამარ სხირტლაძემ ბევრი სახასიათო პერსონაჟი შექმნა ქართულ კინოში: „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“ (1975), „წინაპართა მიწა” (დარია, 1979), „დღეს ღამე უთენებია” (მოხუცი ევა, 1983), „ადამიანთა სევდა” (1984), „ფესვები” (1987), „ზვარაკი” (1990), „ლუკას სახარება” (1998), „ნუცას სკოლა” (ნიკას დედა, 2000), „ჯართოსანი”(მართა, 2009), „გული+” (2011), “37-” (2012) და სხვ.

თამარ სხირტლაძეს მიღებული აქვს არაერთი პრემია და ჯილდო: „ხელოვნების ქურუმი“, „საქართველოს სახალხო არტისტი“, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია, ღირსების ორდენი, საქართველოს სსრ „ხუთწლედის მატიანის” პრემია კინოფილმში „დღეს ღამე უთენებია” მთავარი როლის შესრულებისთვის, ასევე, თბილისის საპატიო მოქალაქე.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს თამარ სხირტლაძის ოჯახს, ახლობლებსა და მთელ საზოგადოებას“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის ტექსტში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა