კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი იმნაიშვილმა რუსთავი 2-ი დატოვა

ნახვები: 448 ირაკლი იმნაიშვილმა რუსთავი 2-ი დატოვა

მიწევს ჩემს ჯანმრთელობაზე მთლიანად გადავერთო, ვტოვებ რუსთავი 2-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას , – აღნიშნულის შესახებ ირაკლი იმნაიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, პატივი ერგო ყოფილიყო ისეთი გუნდის წევრი, რომელმაც 27 წლის ისტორიის მქონე ტელევიზია გაქრობას გადაარჩინა.

“როდესაც რუსთავი 2 ფიზიკური განადგურების და გაქრობის საფრთხის წინაშე იდგა, პატივი მერგო ვყოფილიყავი იმ გუნდის წევრი, რომელმაც გაქრობას გადაარჩინა 27 წლის ისტორიის მქონე სამაუწყებლო კომპანია.

წარმატებები არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებისთვისაც „რუსთავი 2” არ არის მხოლოდ სამსახური. ეს მათი ოჯახია და ისინი არ შეუშინდნენ არც ბულინგს, არც უბინძურეს შანტაჟს. საოცარი იყო რუსთავი 2-ის პატრიოტებთან ერთად მუშაობა.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მიწევს ჩემს ჯანმრთელობაზე მთლიანად გადავერთო და ამის გამო ვტოვებ რუსთავი 2-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, თუმცა ჩემი (გული) რუსთავი 2-ში რჩება”, – წერს ირაკლი იმნაიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა