ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan

სოზარ სუბარი - კეზერაშვილს ამბიცია აქვს, ეს ქვეყანა მართოს და იმ ფულის ლეგალიზება მოახდინოს, რომელიც მოიპარა

ნახვები: 695 სოზარ სუბარი - კეზერაშვილს ამბიცია აქვს, ეს ქვეყანა მართოს და იმ ფულის ლეგალიზება მოახდინოს, რომელიც მოიპარა

ნაციონალურ მოძრაობას“ რებრენდინგი არ გამოუვა, მას ზურგზე ძალიან მძიმე წარსული აწევს, რასაც ვერ ჩამოირეცხავენ. კიდევ უფრო მძიმეა დღევანდელი კანდიდატები, რომლებიც პარტიას უფრო დაბლა ექაჩებიან, ვიდრე დღეს არიან. არ მგონია, შიდა ბრძოლებით რამე გამოვიდეს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, „ქვეყნისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს და ვინ უფრო მეტ ფულს აიღებს კეზერაშვილის თუ მსგავსი ოლიგარქების სალაროდან“.

„სულხან-საბა ორბელიანს აქვს არაკი, თუ გახსოვთ, მეფეს რომ დალაქი პარსავს და უცებ, ყელზე დანას მიადებს. ბრძენს ჰკითხეს, მიწა გათხარეთ და იქ იქნება პასუხიო. მიწა რომ გათხარეს, ქოთანში ჩაფლული ოქრო აღმოჩნდა. ამ კაცმა დიდი ფული მოიპარა და იშოვა, ახლა ამბიცია გაუჩნდა, რომ ქვეყანა მართოს და გავლენები ჰქონდეს იმ სფეროებზე, რომელზეც გავლენა ვერასდროს ექნება. კეზერაშვილს ამბიცია აქვს, რომ ეს ქვეყანა მართოს და ამ ქვეყანაში იმ ფულის ლეგალიზება მოახდინოს, რომელიც მოიპარა. არ გამოვრიცხავ, გარედანაც აქეზებენ. ამის ერთ-ერთი მანიშნებელი შეიძლება, იყოს კეზერაშვილის კურტ უოლკერთან შეხვედრა“, – განაცხადა სუბარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა