კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან იოსელიანი - პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული უკრაინული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ არ ვარგა და ჩვენს რეალობას არ შეესაბამება

ნახვები: 651 ლევან იოსელიანი - პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული უკრაინული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ არ ვარგა და ჩვენს რეალობას არ შეესაბამება

“ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული უკრაინული კანონპროექტი “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ არ ვარგა და ჩვენს რეალობას არ შეესაბამება - სინამდვილეში, ეს არის კანონი უფულო ოლიგარქების შესახებ, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე შეფასებით, აღნიშნული კანონი იმ ხალხსაც დაჩაგრავს, ვინც ფული იშოვა, მაგრამ პოლიტიკა არ აინტერესებს.

“კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც კანონში მითითებული კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ პირობას ერთდროულად აკმაყოფილებს, მიიჩნევა ოლიგარქად.

კანონპროექტის თანახმად, ეს კრიტერიუმებია:

  1. პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა;
  2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა;
  3. ისეთი ბიზნესის ფლობა, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და ისეთი აქტივების ფლობა, რომლის ოდენობა 1 000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

განვიხილოთ ორი შემთხვევა: დავუშვათ ადამიანს არა აქვს ფული, მაგრამ ფლობს მცირე ბიზნესს, რომელსაც დომინანტური მდგომარეობა უკავია ბაზარზე. მაგალითად, მხოლოდ მას შემოაქვს ჰოლანდიური ტიტები საქართველოში და ამავე დროს, ფლობს რომელიმე მასობრივი ინფორმაციის საშუალებას, მაგალითად, რეგიონულ საინფორმაციო სააგენტოს, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო. ასეთ შემთხვევაში, ის აკმაყოფილებს ფორმალურ წინაპირობებს, რომ ოლიგარქთა რეესტრში მოხვდეს ანუ ოლიგარქად ვაცხადებთ უფულო ადამიანს, რაც დამეთანხმებით სრული ნონსენსია.

და მეორე: დავუშვათ ადამიანს აქვს ფული, აქვს ბიზნესი, რომლიც დომინანტურია ბაზარზე და ამასთან, რომელიმე მასობრივი ინფორმაციის საშუალების მესაკუთრეცაა, მაგრამ საერთოდ არ მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში და არც აქვს ინტერესი. გაუგებარია, რატომ უნდა მოხდეს პოლიტიკისგან დისტანცირებული პირის ოლიგარქთა რეესტრში ჩარიცხვა და რატომ უნდა წარმოეშვას მას მაგალითად, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ან რატომ უნდა აეკრძალოს ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა. დამეთანხმებით ეს არასამართლიანი შეზღუდვაა და მხოლოდ ამ აპოლიტიკური “ოლიგარქის“ ბიზნესს საქმიანობას დააზარალებს.

ერთი რამ ცხადია, აღნიშნული კანონპროექტი დაწერილია სხვა ქვეყნისთვის, მისი კოპირება და მიღება ვერ უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებას, ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრას და ოლიგარქთა გადამეტებულ გავლენასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილებას“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა