კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ადვოკატი:სამკურნალო დაწესებულებას არ აქვს უფლება, მხარეს, რომელიც პროცესში მონაწილეობს, პროცესში მონაწილეობის მიღება შეუზღუდოს

ნახვები: 643 ადვოკატი:სამკურნალო დაწესებულებას არ აქვს უფლება, მხარეს, რომელიც პროცესში მონაწილეობს, პროცესში მონაწილეობის მიღება შეუზღუდოს

ვიცი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს სურვილი აქვს, სასამართლო პროცესს დაესწროს, თუმცა არ ვიცი, შეძლებს თუ არა დასწრებას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს უფლება, პირს პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება შეუზღუდოს.

"ჯერჯერობით ჩემთვის ცნობა არ არის ხელმისაწვდომი და პენიტენციური სამსახურის პოზიციას არ ვიცნობ. ეს ცნობილი ხდება ხოლმე დაცვის მხარისთვის უშუალოდ სასამართლო სხდომაზე, როცა პენიტენციური სამსახურის მიერ ოქმის მოწოდება ხდება, ამიტომ მათ პოზიციაზე კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ, თუმცა ვიცი, რომ მესამე პრეზიდენტს პროცესში მონაწილეობის მიღება სურს.

სამკურნალო დაწესებულებას არ აქვს უფლება, მხარეს, რომელიც პროცესში მონაწილეობს, პროცესში მონაწილეობის მიღება შეუზღუდოს. ეს არის ცალსახა. არავითარი ბერკეტი და მექანიზმი ამისა სამკურნალო დაწესებულებას არ გააჩნია," - განაცხადა ადვოკატმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა