კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანზორ მელია - რა ჭკვიანი კაცი ყოფილა, ყოჩაღ ივანიშვილი

ნახვები: 975 ანზორ მელია - რა ჭკვიანი კაცი ყოფილა, ყოჩაღ ივანიშვილი

არ უნდა ჩამოსულიყო პრეზიდენტი, არ ვიცი ვანო მერაბიშვილმა მოატყუა თუ არა, მაგრამ ნიკა რომ წინააღმდეგი იყო მაგის ჩამოსვლის ეს ვიცი - ამის შესახებ ზუგდიდის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ანზორ მელიამ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქშოუშუ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, სააკაშვილი შეცდომაში შეიყვანეს. „შეცდომაშია შეყვანილი. თაკო ჩარკვიანი რომ იძახდა 130 ათასი კაცი დახვდება, სად წავიდა ეს 130 ათასი კაცი? კანცელარიასთან, ბოლოს როდესაც წრიპინებდა იქ, გამოდიოდა და იძახდა რაღაცებს, სადაა მაგის მხარდამჭერი ხალხი, სადაა მაგის პარტია? რატომ იყო 300 კაცი, აქაც ნიკამ შეუშალა და გადაუღობა გზა ყველას არ მოხვიდეთო? რა ცოტანი ვიყავით, არ შეიძლება ასე. ექიმებიც, რა ემართებათ ამ ექიმებს, როგორ შეიძლება კაცს გიკლავდნენ, არ იყოს პრეზიდენტი ყოფილი, იყოს ჩვეულებრივი მოქალაქე, ისიც უნდა დაიცვა, მაგრამ კაცმა, პრეზიდენტმა, რომელმაც ჭაობიდან გამოიყვანა ქვეყანა, შექმნა ყველაფერი, ახლა შეიძლება ასე მოექცე? გადაიყვანონ ეს კაცი, სასწრაფოდ გადაიყვანონ, გადაარჩინონ, არ შეიძლება ასე+ განცხადა ანზორ მელიამ. რაც შეეხება ხაბეიშვილს, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილს გადაარჩენს, ანზორ მელია ახადებს, რომ მას ამას მანამდეც არავინ უშლლიდა „როდის გადაარჩენს? ვინ უშლიდა მანამდე ხელს? ნიკამ ხომ ილაპარაკა დავავალე ხაბეიშვილს რაღაცეებიო, დაიკარგაო ორი-სამი დღე და მერე ბიბლიოთეკიდან დაიწყოო რაღაცებიო. ხაბეიშვილს ვინ უშლიდა? რომ აფრიალებდა ამ სახლების იმას, ეს მოიპარეს, ის მოიპარეს, პრეზიდენტზე ეფიქრა და ყოფილიყო, ნიკა უშლიდა ხელს? თვითონაც თანამდებობის პირი იყო. გაპაზორდა რა ხაბეიშვილი და იმიტომაც ჭიაბერაშვილს უყენებენ ახლა. შეკითხვაზე, რა შანსები აქვს ჭიაბერაშვილს პარტიაში? ანზორ მელია პასუხობს: „რას იზამს, კაცი გავიდა... ეს სჭირდება ივანიშვილს.....რა ჭკვიანი კაცი ყოფილა, ყოჩაღ ივანიშვილი“.-განცხად მელიამ 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა