კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ედგარს რინკევიჩსი - მხარს ვუჭერ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას

ნახვები: 507 ედგარს რინკევიჩსი - მხარს ვუჭერ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას

მე ყოველთვის მხარს ვუჭერ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას. მთავარი გზავნილი პარტნიორ ქვეყნებთან იქნება ის, რომ მზად ვართ დაგეხმაროთ გააძლიეროთ თქვენი მედეგობა, დაგეხმაროთ რეფორმების განხორციელებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, თქვენზე ბევრია დამოკიდებული, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებზე ისაუბრეს და გაიხსენეს დაპირება, რაც უკრაინასა და საქართველოს მისცეს.

„გუშინ ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებზე. ყველამ გაიხსენა, რომ უკრაინასა და საქართველოს დაჰპირდნენ, რომ ისინი გახდებიან ნატო-ს წევრები. ახლა დიდი კითხვა არის ის, როგორ პოლიტიკურ გეგმავს ვამზადებთ, ამ დაპირების შესასრულებლად, რომელიც 14 წლის წინ აქ გაკეთდა.

მთავარი გზავნილი პარტნიორ ქვეყნებთან იქნება ის, რომ მზად ვართ დაგეხმაროთ გააძლიეროთ თქვენი მედეგობა, დაგეხმაროთ რეფორმების განხორციელებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, თქვენზე ბევრია დამოკიდებელი“, - აღნიშნა ედგარს რინკევიჩსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა