კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სარჯველაძე - გარდაცვლილების სულებისთვის პატივის მიგება იქნება, თუ ჩვენ შევძლებთ და ამ ქვეყანას ავარიდებთ ომში ჩათრევას

ნახვები: 646 მიხეილ სარჯველაძე - გარდაცვლილების სულებისთვის პატივის მიგება იქნება, თუ ჩვენ შევძლებთ და ამ ქვეყანას ავარიდებთ ომში ჩათრევას

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ჩვენი ოპონენტების, ჩვენი თანამოქალაქეების მცდელობებს, ტრაგედიები შეფუთონ ისე, რომ პოლიტიკური ზრახვებისთვის ძალიან ცუდად გამოიყენონ - გლოვა და სამძიმრის გამოხატვა არ არის ასეთი რამ, რასაც ფორმალიზება სჭირდება ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ უმძიმეს ტრაგედიებზე ქულები დაწერის მცდელობებს პასუხი უნდა გაეცეს.

"მინდა გამოვხატო სამძიმარი გარდაცვლილი ადამიანების ოჯახების, ახლობლების, მთელი საქართველოს მიმართ. უმძიმესი ტრაგედიაა. ძალიან დიდია ჩვენი ქვეყნის ტკივილი თითოეული შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ჩვენი ოპონენტების, ჩვენი თანამოქალაქეების მცდელობებს, რომ ეს ტრაგედიები შეფუთონ ისე, რომ პოლიტიკური ზრახვებისთვის ძალიან ცუდად გამოიყენონ. აშკარად ჩანს, რომ ემოციებით თამაშით ყველაფერი იქით მიდის, რომ ეს ყველაფერი ემსგავსება მეორე ტალღას, ამ ქვეყნის ომის მხარედ ქცევის მცდელობებს, რაც ძალიან მძიმე საყურებელია. უკადრისი რამ არის ეს. გლოვა და სამძიმრის გამოხატვა არ არის ასეთი რამ, რასაც ფორმალიზება სჭირდება. გადმოსვენებაში დახმარება, სამხედრო პატივით დაკრძალვა, თუ ვინ როდის, რამდენჯერ მოვიხსენიებთ გარდაცვლილების სულს ლოცვებში, არ არის ის, რისი გაზომვითაც უნდა ვიყოთ დაკავებული. პასუხი უნდა გაეცეს მცდელობებს, რომ პოლიტიკური ამბავი შეიქმნას ამასთან დაკავშირებით და ვინმემ ქულები დაიწეროს ამ უმძიმეს ტრაგედიებზე.

ზესახელმწიფოების ხელმძღვანელები, რომლებიც იარაღით ეხმარებიან უკრაინას, თავშეკავებულები არიან, როდესაც მოხალისეების უკრაინაში ბრძოლას ეხება საქმე. არ აკეთებენ ამას, ეს არის სწორი და საღი გადაწყვეტილება. გარდაცვლილების სულებისთვის პატივის მიგება იქნება, თუ ჩვენ შევძლებთ და ამ ქვეყანას ავარიდებთ ომში ჩათრევას“,- აღნიშნავს სარჯველაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა