კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - დემოკრატია რომ რელიგია იყოს, ალბათ, ცესკო ტაძარი იქნებოდა

ნახვები: 406 ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - დემოკრატია რომ რელიგია იყოს, ალბათ, ცესკო ტაძარი იქნებოდა

თქვენ წინაშე ვდგავარ, ველი თქვენი მხრიდან ტექნიკურ გადაწყვეტილებას. თუ აქამდე უნდა მოგვეხაზა არჩევნებზე, ახლა უნდა გავაფერადოთ არჩევნები და იმედი მაქვს გავაფერადებთ ჩვენს მომავალსაც, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილმა კანდიდატმა თამარ ალფაიძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის მზადაა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად.

„მე აქ ვარ იმიტომ, რომ აქ მონაცემებია. მე აქ ვარ იმიტომ, რომ დემოკრატიის იდეის მწამს. მე აქ ვარ იმიტომ, რომ არჩევანის თავისუფლებას ვიცავ. მე აქ ვარ იმიტომ, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან, მინიმუმ, 2 შევასრულოთ, მესამეში დაგეხმარებით. მე აქ ვარ იმიტომ, რომ მედია არის ჩემი მეგობარი, მესამე სექტორიც, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მხარს არ მიჭერდა. მესამე სექტორს მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებ. მსურს ვიდგე წინა ხაზზე, სადაც ყველაზე ცხელი წერტილია რომ დავიცვა საჯარო ინტერესები. ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს, გადაწყვეტილებები კი სულ ორი სახისაა - ან ეთიკური, ან ტექნიკური. თქვენ კითხულობთ როგორი კადრი გვჭირდება კონკრეტულ თანამდებობაზე? მე ვკითხულობ როგორ დავუბრუნოთ საზოგადოებას რწმენა და ნდობა არჩევნების მიმართ. ვიღაცამ შეიძლება უბრალოდ იკითხოს - რატომ უნდა დავუბრუნოთ საზოგადოებას რწმენა არჩევნების მიმართ, ტექნიკური თვალსაზრისით?! თითოეულმა თქვენგანმა ცალკე აღებულმა იცით, რომ მე თქვენი პროტეჟე არ ვარ, მაგრამ, შესაძლოა, ერთმანეთზე ეჭვობდეთ. დემოკრატია რომ რელიგია იყოს, ალბათ, ცესკო ტაძარი იქნებოდა და მის საქმიანობაში ვერასდროს ვერავინ ჩაერეოდა. მე ქალბატონი ვარ და თქვენ წინაშე ვდგავარ, ველი თქვენი მხრიდან ტექნიკურ გადაწყვეტილებას. თუ აქამდე უნდა მოგვეხაზა არჩევნებზე, ახლა უნდა გავაფერადოთ არჩევნები და იმედი მაქვს გავაფერადებთ ჩვენს მომავალსაც“, - განაცხადა თამარ ალფაიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა