კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ილია II-დიდია ჩვენი მწუხარება ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის გარდაცვალების გამო

ნახვები: 567 ილია II-დიდია ჩვენი მწუხარება ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის გარდაცვალების გამო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბახმუტთან დაღუპული ქართველების, ავთანდილ რურუას, რომეო კვარაცხელიას, რომეო ფიჩხაიას, მერაბ ალადაშვილისა და ბადრი მარკელიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

პატრიარქის სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„დიდია თქვენი და ჩვენი მწუხარება ა.წ. 3 დეკემბერს ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის - ავთანდილის, რომეოს, რომეოს, მერაბის და ბადრის გარდაცვალების გამო, რომელთაც მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ“,- აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს 33 ქართველი შეეწირა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა