კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვაშაძე: პრეზიდენტს თუ ციხეში კლავ, ევროპაში რა გინდა?! ასეთი რამე რუსეთშიც არ მომხდარა

ნახვები: 575 ვაშაძე: პრეზიდენტს თუ ციხეში კლავ, ევროპაში რა გინდა?! ასეთი რამე რუსეთშიც არ მომხდარა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის დღეს თავად აპირებს მიხეილ სააკაშვილის მონახულებას, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მიიღოს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დღეს საქართველოში ორი იდეა ებრძვის ერთმანეთს – ეს არის ძლიერი საქართველოს იდეა და მეორე მხრივ, რუსეთის სატელიტი საქართველოს იდეა.

„მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა რომ ცუდად დამთავრდეს, ჩათვალეთ, რომ ევროკავშირის კარებიც იხურება ამასთან ერთად, არა იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს გულშემატკივრობენ პერსონალურად, აქ საკითხი ისაა, რომ პრეზიდენტს თუ ციხეში კლავ, ევროპაში რა გინდა?! ასეთი რამე რუსეთშიც არ მომხდარა“, – განაცხადა ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

 
 

ამასთან, ვაშაძის განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილი თავს თვლის პრეზიდენტად, მან პრეზიდენტის ინსტიტუციაში არსებული შეწყალების მექანიზმი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი საკითხების გადასაწყვეტად უნდა გამოიყენოს.

„კონსტიტუციაში პრეზიდენტს რატომ აქვს შეწყალების უფლება?! იმისთვის, რომ მსგავს სიტუაციებში იყოს ეს გამოყენებული. როცა მართლმსაჯულება ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობას და არ არის მიკერძოებული, ასეთ შემთხვევაში ეს უნდა გამოიყენო. სამი პროცესი მიმდინარეა, თუმცა თუ არსებულ ბრალზე მოხდება შეწყალება, მაშინ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და მერე ხელახლა თუ დაიჭერენ, წინასწარ პატიმრობას მიუსჯიან, თავისთავად მაჩვენებელი იქნება, რომ მიზანი ამ ადამიანის განადგურებაა.

ვერავინ იტყვის, მათ შორის, ვერც „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღეს არის დამაკმაყოფილებელი მაინც, თუ კარგი არა. ამას ვერავინ ამბობს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მათ ხომ ზღვარი, მორალი, ადამიანობა, სახე აქვთ დაკარგული. მათ თეთრზე შავის მტკიცება ყველაფერზე შეუძლიათ“,- განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა