კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანა ნაცვლიშვილი - „ოცნებისთვის“ რთულია აიტანოს უკრაინაში ქართველი მებრძოლების არსებობა

ნახვები: 541 ანა ნაცვლიშვილი - „ოცნებისთვის“ რთულია აიტანოს უკრაინაში ქართველი მებრძოლების არსებობა

ოცნებისთვის“ რთულია აიტანოს უკრაინაში ქართველი მებრძოლების არსებობა, რადგან ისინი მათ მორალურ კრახს აშიშვლებენ - ეს ადამიანები მოხალისეები არიან და არ ირიცხებიან სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში, ეს არ არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ქართული "ოცნების წევრების" განცხადებებს, რომ უკრაინაში ქართველები ანაზღაურების სანაცვლოდ მიჰყავთ და ამასთან, სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" მებრძოლების წინააღმდეგ თავდასხმაზე გადავიდა და არ გაუკვირდება, ცოტა ხანში მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებიც აღძრან.

„ეს ბიჭები ებრძვიან რუსეთს, ქართულმა ოცნებამ აირჩია მხარე, რომ ამ ბიჭებს ებრძოლოს გაშავების, მათ შორის, მიცვალებულების წინააღმდეგ შავი პიარის სახით. მე არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო სულმდაბალი, მაგრამ მე კარგად მესმის რატომ დაიწყეს ეს პროპაგანდა, რადგან ეს ბიჭები აშიშვლებენ და ააშკარავებენ "ქართული ოცნების" მორალურ მარცხს. აქამდე ისინი ისხდნენ ჩირგვებში და ცდილობდნენ მებრძოლები არ შეემჩნიათ და ეს დიდი მორალური უხერხულობა, რომელსაც ეს ბიჭები უქმნიდნენ ხელისუფლებას, როგორმე გადაეგორებინათ, ახლა ჩვენ ვხედავთ მეორე ფაზას, როცა ისინი თავდასხმაზე გადავიდნენ და მათ წინააღმდეგ აქტიური კამპანია დაიწყეს, საერთოდაც არ გამიკვირდება ცოტა ხანში მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებიც აღძრან. "ოცნებისთვის" რთულია აიტანოს მათი არსებობა, რადგან ისინი მათ მორალურ კრახს აშიშვლებენ. სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა უნდა დასტურდებოდეს ჯარისკაცის მოწმობით, ეს ადამიანები "ვოლუნტარები" (მოხალისეები) არიან და არ ირიცხებიან სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში, ეს არ არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ეს რომ მოხდეს ადამიანი ოფიციალურად უნდა დადგეს აღრიცხვაზე როგორც ჯარისკაცი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასეთი ფაქტობრივი რეალობა არ არის“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა