კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა და მშვიდობა – მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ნახვები: 573 სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა და მშვიდობა – მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

დიახ, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, არასდროს ვტოვებთ სიცოცხლეს. მაშინაც კი, როდესაც ვიბრძვით, არასოდეს ვტოვებთ უკეთესი მომავლის იმედს. არასდროს ვწყვეტთ ოცნებას და არასდროს ვამბობთ უარს განვითარებასა და წინსვლაზე",-ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ განაცხადა



"მინდა, განსაკუთრებით ჩვენს პატარებს მივესალმო, ამ ლამაზ გოგო-ბიჭებს, რომელთა თვალები სიხარულით სავსეა და ზუსტად ეს არის იმის გარანტი, რომ ახალი, 2023 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, სიხარულის, მშვიდობისა და ბედნიერების წელი. იქნება კიდევ უფრო სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე წელი. რა თქმა უნდა, იმის ახსნას არ დავიწყებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შობა-ახალი წელი ვიზეიმოთ და ამ დღესასწაულს ღირსეულად შევხვდეთ იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოსა და რეგიონში სერიოზული გამოწვევებია.

ლადო ასათიანის ცნობილი ლექსიც არის – დიახ, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, არასდროს ვტოვებთ სიცოცხლეს. მაშინაც კი, როდესაც ვიბრძვით, არასოდეს ვტოვებთ უკეთესი მომავლის იმედს. არასდროს ვწყვეტთ ოცნებას და არასდროს ვამბობთ უარს განვითარებასა და წინსვლაზე. სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა და მშვიდობა ის ფასეულობებია, რასაც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებს უსურვებენ. ტრადიციულად, ჩვენც ეს ყველასთვის სანატრელი სურვილები ერთგვარ მოწოდებად ვაქციეთ და წელსაც ამ იმედით ვეგებებით ახალ, 2023 წელს. მოდით, ყველა ეს სურვილი ერთად ჩავიფიქროთ და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე ავანთოთ"-განაცხადა კალაძემ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა