კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კვლავ პენალტების სერია - დრამატულ ბრძოლაში არგენტინამ ნიდერლანდები დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ნახვები: 698 კვლავ პენალტების სერია - დრამატულ ბრძოლაში არგენტინამ ნიდერლანდები დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს არგენტინა და ნიდერლანდები შეხვდნენ. დაძაბული, დრამატული და სანახაობრივი მატჩი დამატებით დროში გადავიდა და პენალტების სერიაში არგენტინის გამარჯვებით დასრულდა.

პირველ ტაიმში სამხრეთამერიკელებმა კარში სამჯერ დაარტყეს, ევროპელებმა კი ჩარჩოში ერთხელაც ვერ მოახვედრეს.

35-ე წუთზე მოლინამ მესის ბრწყინვალე, გამჭოლი გადაცემით კარგად ისარგებლა და ანგარიში გახსნა – 1:0 არგენტინის სასარგებლოდ.

 

შეხვედრის მეორე ნახევარში სახიფათოდ კვლავ არგენტინელები უტევდნენ. მათი შრომა მეორე გოლით დაფასდა: 73-ე წუთზე ნიდარლანდების კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. პენალტი არგენტინელთა ლიდერმა, ლიონელ მესიმ აუღელვებლად შეასრულა და თანაგუნდელები ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ – 2:0. ეს იყო არგენტინელების მეათე ნომრის მეათე გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე და ლიონელ მესი საკუთარი ქვეყნის ნაკრების უმდიდრეს ისტორიაში გაბრიელ ბატისტუტასთან ერთად საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ნიდერლანდელებს დასაკარგი აღარაფერი ჰქონდათ და მეტოქის კარის აღებას მთელი გუნდით ცდილობდნენ. აქცენტი ჩაწოდებებზე გააკეთეს და მიზანსაც მიაღწიეს: 83-ე წუთზე ვეგჰორსტმა თავური დარტყმით ნიდერლანდების ნაკრებს იმედი დაუბრუნა – 2:1. არბიტრმა მეორე ტაიმს 10 წუთი დაამატა და ზუსტად მე-100 წუთზე (90+10) ვეგჰორსტმა დუბლი შეასრულა – 2:2.

დამატებითი დროის პირველ პერიოდში ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეორე ნახევარში კი არგენტინელებმა ნიდერლანდების კართან ნამდვილი შტურმი მოაწყვეს და გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და ნახევარფინალის საგზურის ბედი კვლავ პენალტების სერიამ გადაწყვიტა. მატჩის გმირი არგენტინელების მეკარე მარტინესი გახდა, რომელმაც პირველი ორი დარტყმა მოიგერია და საკუთარი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიყვანა.

13 დეკემბერს არგენტინელები ნახევარფინალში ხორვატიას დაუპირისპირდებიან.

 

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა