კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ლელო“ - მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს დანაშაულებრივი ქმედებები, დასაჯოს ძალადობის ყველა ორგანიზატორი და დანაშაულში მონაწილე პირი

ნახვები: 380 „ლელო“ - მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს დანაშაულებრივი ქმედებები, დასაჯოს ძალადობის ყველა ორგანიზატორი და დანაშაულში მონაწილე პირი

პარტია „ლელო" თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარტია მოუწებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს დანაშაულებრივი ქმედებები

„ლელო-საქართველოსთვის" კატეგორიულად მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს დანაშაულებრივი ქმედებები და დასჯილ იქნას ძალადობის ყველა ორგანიზატორი და დანაშაულში მონაწილე პირი.

სახეზეა ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი ქმედებები. ხელისუფლების უმოქმედობა ამ კრიზისულ ვითარებაში არის დანაშაულში თანამონაწილეობა.

თბილისის ქუჩებში დღეს განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხიმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილს, რომელმაც დღეს, თავისი საჯარო განცხადებით პირდაპირ წააქეზა ძალადობა მოქალაქეთა წინააღმდეგ. ჩვენ, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის" კატეგორიულად ვგმობთ მომხდარს. ხელისუფლებამ დღევანდელი პოზიციით უარი თქვა კონსტიტუციური უფლებების და წესრიგის დაცვაზე, ეს კი ნიშნავს ტიპური რუსული მმართველობის მოდელის დანერგვას ქვეყანაში. ამით ხელისუფლებამ ზურგი აქცია სამართლის უზენაესობაზე დამყარებულ ცივილიზებულ სამყაროს, სადაც ადამიანი არის მთავარი ღირებულება. შედეგად ვიხილეთ - არასამთავრობო ოფისების დარბევა, პარლამენტის წინ ჩამოგლეჯილი ევროკავშირის დროშა, სასტიკად ნაცემი ჟურნალისტები, შეშინებული მოქალაქეები და გაუქმებული მშვიდობიანი შეკრების უფლება, დღეს ქვეყანაში კონსტიტუცია აღარ მოქმედებ", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა