თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

საქართველოში საფინანსო საქმიანობის სფეროში და სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები გაიზარდა

ნახვები: 639 საქართველოში საფინანსო საქმიანობის სფეროში და სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ყველაზე მეტად საფინანსო საქმიანობის სფეროში და სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები გაიზარდა. ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

კერძოდ, უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილი დანაშაულის 1 472 ფაქტი გამოვლინდა, რაც წლიურად 119.37%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ცნობისთვის, აღნიშნული დანაშაული მოიცავს - საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას, საზღვარგარეთ გატანილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კულტურის ძეგლის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის საქართველოში დაუბრუნებლობას, მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესის დარღვევას, საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში თანხის დაუბრუნებლობას, გადასახადისათვის თავის არიდებას და მომხმარებლის მოტყუებას.

შს სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 116.98%-ით გაიზარდა სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა. კერძოდ, მიმდინარე წლის 10 თვეში ამ ტიპის დანაშაულის 115 შემთხვევა დაფიქსირდა.

აღნიშნული დანაშაული მოიცავს - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, გულგრილობას და კომერციულ მოსყიდვას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა