კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე - ორი არჩევანის წინაშე ვდგავართ - ძლიერი, ამბიციური საქართველოს იდეა ევროკავშირთან, ნატო-სთან ერთად და პროვინციალიზებული საქართველო, რომელიც პირისპირ არის დარჩენილი რუსეთთან

ნახვები: 489 გიორგი ვაშაძე - ორი არჩევანის წინაშე ვდგავართ - ძლიერი, ამბიციური საქართველოს იდეა ევროკავშირთან, ნატო-სთან ერთად და პროვინციალიზებული საქართველო, რომელიც პირისპირ არის დარჩენილი რუსეთთან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე ორი არჩევანია - ან ძლიერი, ამბიციური საქართველოს იდეა ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად, ან პროვინციალიზებული საქართველო.

როგორც ვაშაძემ ზუგდიდში, ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს საქართველოსთვის მთავარი ამოცანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაა.

„საქართველოსთვის მთავარი ამოცანა არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. ორი არჩევანის წინაშე ვდგავართ, ორი იდეა ებრძვის დღეს საქართველოში ერთმანეთს - ეს არის ძლიერი, ამბიციური საქართველოს იდეა ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად და პროვინციალიზებული საქართველო, რომელიც პირისპირ არის დარჩენილი რუსეთთან, არ ვითარდება და ხალხი გარბის. ჩვენ გგვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის და ნატო-ს ღირსეული წევრი, ჩვენი ემიგრანტები დაბრუნდნენ, ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ და ეს ყველაფერი არის ძალიან ახლოს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა