კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კორუფციის ბრალდებით დაკავებულ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუჩერეს

ნახვები: 509 კორუფციის ბრალდებით დაკავებულ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუჩერეს

სამართალდამცავების მიერ კორუფციის ბრალდებით დაკავებულ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ევა კაილის, უფლებამოსილება შეუჩერეს.

მედია პრესს-სპიკერზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გადაწყვიტა ევა კაილის დაუყოვნებლივ შეუჩეროს ყველა უფლებამოსილება და მოვალეობა, რომლებიც მას ვიცე-პრეზიდენტის რანგში ჰქონდა.

მედიის ინფორმაციითვე, ევა კაილი კრიმინალურ ორგანიზაციასთან, კორუფციასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაკავებული.

ბელგიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, სპარსეთის ყურის ქვეყანა „ევროპარლამენტის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა“.

ბელგიური მედიის ცნობით, საუბარია მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ კატარზე.

კაილი ხუთ პირთაგან ერთ-ერთი იყო, რომელიც ბელგიის პოლიციამ პარასკევს დააკავა.

 
 
 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა