კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რადიომიმღებისა და ტელევიზორის შეძენას დირექტორის სპეციალური თანხმობა აღარ დასჭირდება

ნახვები: 515 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რადიომიმღებისა და ტელევიზორის შეძენას დირექტორის სპეციალური თანხმობა აღარ დასჭირდება

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რადიომიმღების და ტელევიზორის შეძენას დირექტორის სპეციალური თანხმობა აღარ დასჭირდება. შესაბამის ცვლილებებს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უკვე წარუდგინა.

კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მათი გამოყენებით დაირღვევა დაწესებულების დებულება და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე, დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილი იქნება, ჩამოართვას ბრალდებულს/მსჯავრდებულს ტექნიკა და გადასცეს მის ახლო ნათესავს.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტში საუბარია პატიმართა კვებაზეც. პროექტში აღნიშნულია, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ამჟამად ყოველდღიურად განსაზღვრული კვების რაოდენობა გახდება მინიმუმი და იქნება არანაკლებ სამჯერადი.

ამასთან, საკანონმდებლო პაკეტში საუბარია განათლების უფლებაზეც

 
 

. კანონპროექტის მიხედვით, ყველა მსჯავრდებულს მიენიჭება აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უფლება, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა (ამჟამად ამ უფლებით სარგებლობს მხოლოდ გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული და ის დაბალი რისკის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში).

 

„მსჯავრდებული აკადემიურ უმაღლეს განათლებას მიიღებს: ციფრული სწავლების ფორმით, რაც გულისხმობს აკადემიური უმაღლესი განათლების მიღებას პირდაპირი ტელეხიდის გზით, სპეციალური ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით ან კორესპონდენციული სწავლების ფორმით, რაც გულისხმობს აკადემიური უმაღლესი განათლების მიღებას საკონტაქტო პირის დახმარებით მსჯავრდებულისთვის სასწავლო მასალის მიწოდებით, წერილობითი ფორმების გამოყენებით“, – ნათქვამია კანონპროექტში.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ შესაძლებელი იქნება, ბრალდებულის ჩართვა ბრალდებულთა მხარდამჭერ პროგრამებში, მისივე თანხმობით, ბრალდებულის სტატუსისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის გათვალისწინებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა