კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - წარმოდგენილ თარიღს დავეთანხმეთ ერთხმად, ყველა საკითხი იყო კონსენსუსით მიღებული

ნახვები: 626 ლევან ხაბეიშვილი - წარმოდგენილ თარიღს დავეთანხმეთ ერთხმად, ყველა საკითხი იყო კონსენსუსით მიღებული

ჩვენთვის პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი არის მნიშვნელოვანი. მათსავე წარმოდგენილ თარიღს დავეთანხმეთ ერთხმად. ამ პარტიაში შარზე არავინ არის, პარტიას სჭირდება გაძლიერება, სტაბილურობა და შესაბამისად, ეს ტურბულენცია უნდა მორჩეს სწრაფად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა.

„ახლა, მათ შორის მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, უზრუნველყოფა მობილიზაციის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ენერგია უნდა იყოს დახარჯული რაიონებში ჩვენს აქტივისტებთან, დედაქალაქში ჩვენს მომხრეებთან საუბრით, რადგან ოთახიდან პოლიტიკურ პროცესებს ვერც მართავ და ვერც აწარმოებ. ჩემი საქმე არის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა და არა პარტიაში განსხვავებების ძებნა. ჩვენ არ დაგვიყენებია საკითხი, რომ პარტიის მოქმედი თავმჯდომარე გადადგეს და ისე ჩაატაროს არჩევნები. მე ეს არ მიმაჩნია სერიოზულად. ვინც ჩათვალა, რომ სერიოზულია, რომ პეტრეს რამე უნდა შეეზღუდოს, სამდივნოში არიან ადამიანები, ვინც ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს და ვინც ნიკა მელიას უჭერს მხარს. არანაირი შეზღუდვის მომხრე არავისზე არ ვარ. პეტრე ცისკარიშვილი არის გენერალური მდივანი, ჯენტლმენური შეთანხმებაა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ამ წესზე შევთანხმდით, ვინ იქნება პარტიაში ამის აღმსრულებელი. დღეს პოლიტსაბჭოზე ყველა საკითხი იყო კონსენსუსით მიღებული“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კობა ნაყოფიას განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების თარიღად 28-29 იანვარი განისაზღვრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა