კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პრემიერ-მინისტრი - ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება - 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს

ნახვები: 736 პრემიერ-მინისტრი - ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება - 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენდება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს.

ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული. მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი. ამიტომ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში. ეს პროექტი ჩვენი თანამონაწილეობით განხორციელდება, სახელმწიფო განახორციელებს ამ პროექტს, უცხო თუ სხვა კომპანიებთან ერთად“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის ასაშენებლად ეკონომიკის სამინისტრო ახალი კონკურსის გამოსაცხადებლად ემზადება.

„ყველას კარგად მოეხსნება, რომ ჯერ კიდევ 20016 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ეს პორტი აშენებულიყო. მანამდე, ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს, ამ საკითხზე ღიად ვსაუბრობდით, ყველა ტრიბუნასა და პლატფორმას ვიყენებდით ამისთვის, მათ შორის, გაეროს ტრიბუნიდანაც მივმართეთ, განვაცხადეთ, რომ ჩვენი გაცხადებული ინტერესი და პრიორიტეტი არის ამ პორტის აშენება. 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, შერჩეულ იქნა ინვესტორი, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება ანუ ეს პორტი არ ააშენა. ამ ვალდებულების მიხედვით, ჩვენ პირველი გემები უნდა მიგვეღო 2020 წელს. რამდენჯერმე გადაუწია მთავრობამ ვალდებულება, სამჯერ, ოთხჯერ და ამის მიუხედავად, ინვესტორმა მაინც ვერ შეძლო ინვესტიციების მოზიდვა. თავად ბატონ ხაზარაძეს და მის პარტნიორს, ჯაფარიძეს, სამი მილიონი დოლარი აქვთ დახარჯული, ჩემი ინფორმაციით. დანარჩენი თანხები, დაახლოებით 20-25 მლნ. აქვთ ინვესტორებისგან მოზიდული. სანაცვლოდ, მთავრობისგან ითხოვდა ტვირთების გარანტიას. მიწა ჩვენი იყო, უნდა გადაგვეცა და გადავეცით კიდეც. ითხოვდა გზების, რკინიგზის მიყვანას. ასეულობით მილიონი უნდა დაეხარჯა მთავრობას და სანაცვლოდ არაფერი მიეღო ანუ, რეალურად, ეს იყო საჩუქარი ბატონი ხაზარაძისთვის. მას შემდეგ რაც 4-5 წლის შემდეგ ჩააგდო ეს პროექტი და ვერ განახორციელა, გადაწყვიტეს ამ ადამიანებმა გაძარცვონ ჩვენი ქვეყანა და რატომ? უჩივლეს ქვეყანას არბიტრაჟში და დღეს ედავებიან 1.5 მილიარდ დოლარს. წარმოგიდგენიათ რა ხდება? ადამიანმა 5 წელში ვერ შეასრულა ვერცერთი ვალდებულება, ჩააგდო პროექტი, პორტი არ ააშენა და დღეს ქვეყანასა და ჩვენს ხალხს 1.5 მილიარდს ედავება. ეს არის ძარცვის კლასიკური სქემა. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ არავითარი რეალური, გულწრფელი, კეთილსინდისიერი მიზანი და ზრახვა ამ პორტის აშენების მიღმა არ იდგა. ეს იყო ჩვეულებრივ გამდიდრების და ძარცვის იდეა. რამდენიმე თვის წინ მე დავავალე ეკონომიკის სამინისტროს და მიდის აქტიური მუშაობა, ვამზადებთ ახალ ტენდერს, კონკურსს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა