კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ფრიდონ ინჯია: „როდესაც სტრატეგიული ობიექტების მფლობელობა და მართვა იქნება სახელმწიფოს ხელში, ინვესტიციები უფრო გაბედულად შემოვა საქართველოში"

ნახვები: 513 ფრიდონ ინჯია: „როდესაც სტრატეგიული ობიექტების მფლობელობა და მართვა იქნება სახელმწიფოს ხელში, ინვესტიციები უფრო გაბედულად შემოვა საქართველოში"

„როდესაც სტრატეგიული ობიექტების მფლობელობა და მართვა იქნება სახელმწიფოს ხელში, ინვესტიციები უფრო გაბედულად შემოვა საქართველოში. ნამახვანჰესის მშენებლობას რა პერიპეტიებიც მოჰყვა, რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლების 51% მფლობელობამ, ის ყველაფერი არ მოხდებოდა, განაცხადა უფრაქციო პარლამენტის წევრმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

 

მისი თქმით, საბანკო სექტორში მოგება 2 მლრდ ლარამდეა.

 

„წარმოიდგინეთ, საბანკო სექტორში 51% რომ ყოფილიყო სახელმწიფოსი, 1 მლრდ ხომ დარჩებოდა სახელმწიფოს?  მაგრამ არის სხვა გზაც - ერთი მაინც შეიქმნას სახელმწიფო ბანკი. გადავხედოთ, როგორ უდგება ამ მხრივ სტრატეგიულ ობიექტებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.  ჩინეთში ძირითადი სტრატეგიული ობიექტები სახელმწიფოს ხელშია ან მისი კონტროლის ქვეშაა. შედეგიც სახეზეა, რა ტემპით მიდის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა",- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა