კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნათია თურნავა - დაშავებული ჟურნალისტები, რაც ჩვენ ვიხილეთ, ყოვლად მიუღებელია - დარწმუნებული ვართ, სამართალდამცველები გამოიძიებენ

ნახვები: 371 ნათია თურნავა - დაშავებული ჟურნალისტები, რაც ჩვენ ვიხილეთ, ყოვლად მიუღებელია - დარწმუნებული ვართ, სამართალდამცველები გამოიძიებენ

რაც ჩვენ ვიხილეთ, ყოვლად მიუღებელია - ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარია თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი სივრცე ჟურნალისტებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „პრაიდის" მოწინააღმდეგეების მიერ მედიის წარმომადგენლების ცემისა და მათზე თავდასხმის ფაქტებს გამოეხმაურა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა თითოეული ასეთი ფაქტი ბოლომდე იქნეს გამოძიებული.

„ძალადობა არის დასაგმობი, განსაკუთრებით, როდესაც ჟურნალისტებს მათ საქმიანობაში ხელი ეშლებათ და ხდება შეტევა ჟურნალისტებზე. ფაქტები და დაშავებული ჟურნალისტები, რაც ჩვენ ვიხილეთ, ყოვლად მიუღებელია. დარწმუნებული ვართ, სამართალდამცველები გამოიძიებენ და დადგება სამართლებრივი შედეგი.

ჩვენი გუნდის ლიდერებმა გააკეთეს განცხადება, რომლის მიხედითაც ცალსახად დაგმეს ძალადობა. ძალადობა მართლაც ყოვლად მიუღებელია ჟურნალისტებთან მიმართებით. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარია თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სივრცე და გარემო ჟურნალისტებისთვის, რომ იმუშავონ. ჩვენ, რასაკვირველია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ასეთი ფაქტი ბოლომდე იქნეს გამოძიებული", - განაცხადა თურნავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა