კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნუგზარ წიკალური:სააკაშვილის სახეს მალავენ, რადგან ის იქნება ვერდიქტი „ქართული ოცნებისთვის“

ნახვები: 451 ნუგზარ წიკალური:სააკაშვილის სახეს მალავენ, რადგან ის იქნება ვერდიქტი „ქართული ოცნებისთვის“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარი თქმა ნიშნავს აღიარებას იმისა, რომ ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა.

მისივე თქმით, სააკაშვილის სახე ახლა ყველაზე მეტყველი საბუთია იმისა, რომ ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა და მას ამიტომ „მალავენ“.

„ეს ნიშნავს აღიარებას იმისა, რომ მათ აქვთ დანაშაული ჩადენილი. მიხეილ სააკაშვილის გამოყვანა და ქართული საზოგადოებისთვის ვიზუალურად მისი ნახვა ნიშნავს იმას, რომ მთელი ქართული საზოგადოება გაიგებს, რა დანაშაულია ჩადენილი საქართველოს ხელისუფლების მიერ, ამიტომ მალავენ დღეს მიხეილ სააკაშვილის სახეს, იმიტომ რომ ეს იქნება ნამდვილი ვერდიქტი ამ ხელისუფლებისათვის, მათი ჯალათური საქმიანობის, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში. მიხეილ სააკაშვილის სახე ახლა არის ყველაზე მეტყველი საბუთი, ყველაზე მეტყველი სიმბოლო იმისა, რომ ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული. ეს არის უპატიებელი დანაშაული და ეს არის დამახასიათებელი ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმებისათვის, სადაც ადამიანის უფლებებს არავითარი ფასი არ აქვს და სადაც პირიქით, ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა ხელისუფლების ერთგვარ ღირსებადაც ითვლება,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა