კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვიოლა ფონ კრამონი - ივანიშვილი გასაოცარ დემოკრატიას დაგვპირდა და დატყვევებული სახელმწიფო მოიტანა - სასამართლოს "კლანები" მართავენ, საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია

ნახვები: 462 ვიოლა ფონ კრამონი - ივანიშვილი გასაოცარ დემოკრატიას დაგვპირდა და დატყვევებული სახელმწიფო მოიტანა - სასამართლოს "კლანები" მართავენ, საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია

ჩემთვის მძიმე სათქმელია, მაგრამ საქართველო, რომელიც ერთ დროს ლიდერი სახელმწიფო იყო, ახლა არის დატყვევებული ქვეყანა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება.

„დემოკრატიული უკუსვლის დაჩქარება გრძელდება. სასამართლო სისტემას "კლანები" მართავენ. ცნობილი საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია, როგორიცაა ნიკა გვარამიას გაუმართლებელი დაპატიმრება. მთავრობა პუტინის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოთი სარგებლობს და ავრცელებს ტყუილებს ევროკავშირის, აშშ-ისა და ნატო-ს წინააღმდეგაც კი. ეს არაფერია, თუ არა უსირცხვილო ტყუილი, რომ დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩათრევა. მედია თავისუფლება უარესდება.

ათი წლის წინ ბიძინა ივანიშვილი გასაოცარ დემოკრატიას დაგვპირდა, სინამდვილეში კი, დატყვევებული ქვეყანა მოიტანა. ამ ყველაფრის გამო საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია და მათ, ვინც ამას ვერ შეასრულებს, მომავალი თაობებისთვის პასუხის გაცემა მოუწევთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მიშას გათავისუფლება ჰუმანიტარული მიზეზების გამო“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა