კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბადრი ჯაფარიძის და ხათუნა სამნიძის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციებში კვოტების განაწილების პროცესში ოპოზიციური ფრაქციების იგნორირება ხდება

ნახვები: 385 ბადრი ჯაფარიძის და ხათუნა სამნიძის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციებში კვოტების განაწილების პროცესში ოპოზიციური ფრაქციების იგნორირება ხდება

ფრაქციების "ლელო - პარტნიორობა საქართველოსა" და "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციებში კვოტების განაწილების პროცესში ოპოზიციური ფრაქციების იგნორირებას აქვს ადგილი.

როგორც აღნიშნული ფრაქციების თავმჯდომარეებმა ბადრი ჯაფარიძემ და ხათუნა სამნიძემ ბიუროს სხდომაზე განმარტეს, დელეგაციებში კვოტები იმდაგვარად ნაწილდება, თითქოს საპარლამენტო ფრაქცია და ორწევრიანი პოლიტიკური ჯგუფი ერთი და იგივეა. მათ კვოტების დამტკიცების გადადება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციების გამართვა მოითხოვეს.

"როდესაც პარლამენტში 2-წევრიანი პოლიტიკური ჯგუფების შექნაზე გადაწყვეტილებას ვიღებდით, კარგად ვიცოდეთ, რომ ეს სრულფასოვანი ფრაქცია არ იყო. კვოტების განაწილება იმდაგვარია, რომ გათვალისწინებულია ორ და ოთხწევრიანი ჯგუფები, რომელთაც ფრაქცია არ ჰქვია, ხოლო პარლამენტში ფრაქციები არსებობს და კვოტირების დროს ამის იგნორირება ხდება. კვოტები ისე ნაწილდება, თითქოს საპარლამენტო ფრაქცია და ორწევრიანი ჯგუფი არის ერთი და იგივე", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა