კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სანდრო რაქვიაშვილი - 21-ე საუკუნეში თქვა, რომ „ზუმი“ ვერ ჩართე, მინიმუმ უხერხულია

ნახვები: 491 სანდრო რაქვიაშვილი - 21-ე საუკუნეში თქვა, რომ „ზუმი“ ვერ ჩართე, მინიმუმ უხერხულია

21-ე საუკუნეში, განსაკუთრებით, პანდემიის შემდეგ თქვა, რომ „ზუმი“ ვერ ჩართე, უხერხული უნდა იყოს მინიმუმ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა სანდო რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილი სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "იგივე წრეზე ვტრიალებთ". ამასთან, მისივე შეფასებით, უახლოეს პერიოდში შესაძლოა. მშვიდად რაიმე პრობლემაზე მსჯელობის საშუალება დაიკარგოს.

„არ არსებობს არანაირი ლოგიკური ახსნა, რატომ არ ჩართეს მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში, ვერანაირად ვერ გამართლდება იუსტიციის სამინისტრო, ადამიანს სამართლიანი სასამართლოს უფლებას უზღუდავენ. გასაგებია, რომ ეს პოლიტიკური პროცესია, მაგრამ ეს რატომ დასჭირდათ? 21- ე საუკუნეში, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ თქვა, რომ „ზუმი“ ვერ ჩართე, ეს მინიმუმ უხერხული უნდა იყოს. შიმშილობას რაც ეხება, ძალიან ცუდია, რომ იგივე წრეზე ვტრიალებთ და მესმის, რომ ამის გადადება მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში არ შედის, ცხადია, მას უფლება აქვს დაესწროს სხდომებს. გაუგებარია, რატომ ხდება ეს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ უახლოეს პერიოდში შეიძლება საერთოდ დაიკარგოს შესაძლებლობა მშვიდად ვიმსჯელოთ რაიმე პრობლემაზე და მოგვიწვეს ამ ემოციების ფონზე პოლიტიკაში ყოფნა”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა