კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაგო ხვიჩია - კადრების გამოქვეყნება შეცდომა იყო, სასამართლოზე სააკაშვილის მიყვანის ნაცვლად, სპექტაკლის მოწყობა გადაწყვიტეს

ნახვები: 642 იაგო ხვიჩია - კადრების გამოქვეყნება შეცდომა იყო, სასამართლოზე სააკაშვილის მიყვანის ნაცვლად, სპექტაკლის მოწყობა გადაწყვიტეს

გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნება ხელისუფლების მხრიდან შეცდომა იყო.

მისივე თქმით, ამგვარი მოქმედება მისაღები არ არის. იაგო ხვიჩიას განცხადებით, სასამართლოზე სააკაშვილის მიყვანის ნაცვლად, ხელისუფლებამ რატომღაც სპექტაკლის მოწყობა გადაწყვიტა.

„ვერც მივხვდი, კადრების გაცრცელებას რა შინაარსი ჰქონდა. ამის მიზანი თუ იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგად არის, ჩვენ მას სათანადოდ ვუვლით და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ჩემი აზრით, ამისთვის ასეთი ტიპის კადრების გავრცელება საჭირო არ იყო. კადრები ამას არ ასახავდა, იმას კი არ ამბობდა, რომ სააკაშვილი კარგად არის, არამედ ამბობდა, რომ, ნახეთ, როგორი ანერვიულებულია და როგორ არ არის ფორმაში მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც ერთი წელია, ციხეში ზის და ვსაუბრობთ დამონტაჟებულ კადრებზე, რაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. დახურულ სიცრცეში თუ გამოამწყვდევ ერთი წლის განმავლობაში და თუ დაუმონტაჟებ, ისეთი კადრები გამოჩნდება, რომელიც მას არ მოეწონება. ვფიქრობ, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან შეცდომა. შეცდომა იყო ორმაგად, ერთი, რომ, ზოგადად, ასე მოქცევა არ მოსულა, მეორე, პატიმრის მიმართ ასე ქცევა არ მოსულა. ნაცვლად იმისა, რომ სააკაშვილი მიეყვანათ სასამართლოზე, როგორი პროცესიც არ უნდა იყოს, იქ თავისი აზრი დაეფიქსირებინა, რატომღაც სპექტაკლის მოწყობა გადაწყვიტეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა