თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

შალვა პაპუაშვილი - სახელმწიფოს ინტერესია, სააკაშვილი სწრაფად მოძლიერდეს, ხოლო თავად სააკაშვილისა და მისი მეგობრების ინტერესშია მდგომარეობის დამძიმება

ნახვები: 456 შალვა პაპუაშვილი - სახელმწიფოს ინტერესია, სააკაშვილი სწრაფად მოძლიერდეს, ხოლო თავად სააკაშვილისა და მისი მეგობრების ინტერესშია მდგომარეობის დამძიმება

მიხეილ სააკაშვილის, მისი მეგობრებისა და სახელმწიფოს ინტერესი ერთმანეთს არ ემთხვევა. სახელმწიფოს ინტერესია, სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად მოძლიერდეს, ხოლო სააკაშვილისა და მისი მეგობრების ინტერესია, ის რამენაირად დამძიმდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ მოვისმენთ გუშინ „ვივამედის“ დირექტორის ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან. მოვისმინეთ და ვნახეთ, რომ ექიმების მიმართ არის ძალადობის ფაქტებიც. ექიმებისადმი დაუმორჩილებლობა და ასეთი სახის ქმედებები, შიმშილობა, მათ შორის, განცხადებები, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად სახელმწიფოს მხარესაა, ახალისებს მიხეილ სააკაშვილს, ჰქონდეს იმედი, დაიმძიმოს თავი, რათა რაღაცნაირად შექმნას პირობა მისთვის სასჯელის გადავადებისთვის. ვნახეთ „ვივამედის“ კლინიკის განცხადება. ფაქტობრივად, ერთმანეთს არ ემთხვევა ექიმების ინტერესი, გააჯანსაღონ სააკაშვილი და სააკაშვილის მეგობრების ინტერესი, რაც შეიძლება დამძიმდეს მდგომარეობა, რომ რამენაირად შექმნან პირობა სასჯელის გადავადებისთვის. გარკვეულწილად, კლინიკა დილემის წინაშე და გამოუვალ მდგომარეობაშია, რადგან სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მთელი ინტერესია, სააკაშვილის მდგომარეობა რამენაირად დამძიმდეს. ასეთი სახის ქმედებები, ისევე როგორც განცხადებები, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად არის სახელმწიფოზე, მიხეილ სააკაშვილს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ გათავისუფლებულია საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობისგან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, პრობლემაა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების ინტერესი არის მდგომარეობის დამძიმება.

„რაც უფრო მეტად დამძიმდება სააკაშვილის მდგომარეობა, ფიქრობენ, რომ უფრო მეტად შექმნიან გარემოებას, სასამართლომ სასჯელის გადავადებაზე იმსჯელოს. ხოლო კლინიკისა და სახელმწიფოს ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად მოძლიერდეს. სააკაშვილის, მისი მეგობრებისა და სახელმწიფოს ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. სახელმწიფოს ინტერესია, სააკაშვილი რაც შეიძლება მალე გაჯანსაღდეს, დაბრუნდეს, მათ შორის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მოიხადოს სასჯელი, ხოლო სააკაშვილისა და მისი მეგობრების ინტერესია, რომ დამძიმდეს მდგომარეობა და რამენაირად მისცენ სასამართლოს ამის პირობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით.

„გუშინ რაც ილაპარაკა „ვივამედის“ ხელმძღვანელმა, მგონი, ყველას ეს შთაბეჭდილება შეგვექმნა კადრებიდან, რომ სააკაშვილი არ ემორჩილება კლინიკის პერსონალს და მათ მიმართ აგრესიულია. როდესაც საუბარია ამ საკითხებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს კონტექსტი. კონტექსტი არის ის, რომ, განსაკუთრებით ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში, იყო საუბარი, თითქოს ბოლო წუთებს ითვლის სააკაშვილი, თითქოს იყო გამოუვალი, დამძიმებული მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე მასთან შედიოდნენ მნახველები და იცოდნენ რეალური მდგომარეობა. ეს არის, საბოლოო ჯამში, რაც ნახა საზოგადოებამ, რომ რეალობა აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რისი აღქმის შექმნაც სურდათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა