კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

ნახვები: 476 ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძლიერი სიგნალია ხალხისთვის, თუმცა ასევე არსებობს ხელისუფლებისგან რეფორმების გატარების მოლოდინი.

„დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია, გილოცავთ“, – წერს შარლ მიშელი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

ბოსნია და ჰერცეგოვინა უკრაინის, მოლდოვის, თურქეთის, სერბეთის, ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს შემდეგ მერვე ქვეყანა გახდა, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს. ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2016 წელს შეიტანა. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ქვეყანას 14 პირობა ჰქონდა წაყენებული, რაც სხვადასხვა სფეროში რეფორმების გატარებას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა