კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დავით სააკაშვილი - ჩვენი მთავარი გზავნილი არის, რომ მიშას არ მოგაკვლევინებთ

ნახვები: 406 დავით სააკაშვილი - ჩვენი მთავარი გზავნილი არის, რომ მიშას არ მოგაკვლევინებთ

ჩვენი მთავარი გზავნილი არის, რომ მიშას არ მოგაკვლევინებთ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმამ, დავით სააკაშვილმა ორბელიანების სასახლესთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის იბრძვიან და ხელისუფლებას არ მისცემენ საშუალებას, რომ ისტორია განმეორდეს და პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოკლან.

„ჩვენი მთავარი გზავნილი არის, რომ მიშას არ მოგაკვლევინებთ. განსაკუთრებით, აი, ამ ბოლო გამოქვეყნებული კადრების შემდეგ, რაც იყო ცინიკურად გაკეთებული, ყველამ დავინახეთ, რომ ჩვენს საზოგადოებას გადაუმალეს მიშა, არა მარტო იმიტომ, რომ თავისი აზრი გამოეხატა და დაეფიქსირებინა თავის პოზიცია, არამედ იმიტომ, რომ არ მომხდარიყო მისი ვიზუალიზაცია, თუ რა მდგომარეობაშია რეალურად ახლა. შესაბამისად, ჩვენ ვიბრძვით მისი ჯანმრთელობისთვის, მისი სიცოცხლისთვის და ისტორიას არ გავამეორებინებთ ხელისუფლებას, ჩვენ არ მივცემთ საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ მოკლან პრეზიდენტი”, - განაცხადა დავით სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა