კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ეგეოსში ისევ სიგიჟეები გააკეთეს, თუ საბერძნეთი განაგრძობს მოქმედებას, ერთ ღამეს შეიძლება, მოულოდნელად მოვიდეთ

ნახვები: 563 რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ეგეოსში ისევ სიგიჟეები გააკეთეს, თუ საბერძნეთი განაგრძობს მოქმედებას, ერთ ღამეს შეიძლება, მოულოდნელად მოვიდეთ

შეიძლება, ერთ ღამეს მოულოდნელად მოვიდეთ, – ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა  საბერძნეთის მისამართით გააკეთა და ბერძნული მხარე გააფრთხილა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, საბერძნეთმა ეგეოსის ზღვაში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს.

მანამდე, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, საბერძნეთმა ეგეოსის ზღვის თავზე, ნეიტრალურ ზონაში ნატო-ს საწვრთნელი მისიის ბლოკირება სცადა.

თურქეთის თავდაცვის უწყების ცნობით, თურქულმა სამხედრო ავიაციამ საჭირო ზომები მიიღო და ნატო-ს მისია წარმატებით დასრულდა.

„ნუ გაქვთ ჩვენთან უსიამოვნება. ეგეოსში თქვენთან ჩხუბი არ გვაქვს. ეგეოსში ისევ სიგიჟეები გააკეთეს. რა თქმა უნდა, ჩვენც გავაკეთეთ ის, რაც საჭირო იყო. ვუთხარი ოფიციალურ პირებს, რომ გააკეთონ ის, რაც საჭიროა… თუ საბერძნეთი განაგრძობს მოქმედებას, ჩვენ ერთ ღამეს შეიძლება, მოულოდნელად მოვიდეთ“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა