კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომის პაპი სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის დასრულების მოწოდებით გამოვიდა

ნახვები: 454 რომის პაპი სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის დასრულების მოწოდებით გამოვიდა

რომის პაპი ფრანცისკე სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის დასრულების მოწოდებით გამოვიდა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის ესკალაცია უნდა შეწყდეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, გარემოს დამცველმა აქტივისტებმა ლაჩინის დერეფანი გადაკეტეს, რომელიც არის ერთადერთი სახმელეთო მარშრუტი ხალხის გადასაადგილებლად და საქონლის, საკვებისა და სამედიცინო მომარაგებისთვის სომხეთიდან მთიან ყარაბაღამდე აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით.

პარალელურად, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს პონტიფიკოსმა უკრაინის მშვიდობისთვის ლოცვა სთხოვა.

„შეშფოთებული ვარ სამხრეთ კავკასიაში ლაჩინის დერეფანში შექმნილი ვითარებით. კერძოდ, შეშფოთებული ვარ მოსახლეობის არასტაბილური ჰუმანიტარული პირობებით, რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაუარესდება ზამთრის სეზონზე. მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს, იპოვონ მშვიდობიანი გადაწყვეტილებები ხალხის სასიკეთოდ. ჩვენ ვთხოვთ ღმერთს, შეეხოს მათ გულებს, ვისაც შეუძლია, შეაჩეროს ომი უკრაინაში. არ დავივიწყოთ იმ ხალხის ტანჯვა, განსაკუთრებით ბავშვების, მოხუცების და ავადმყოფების ტანჯვა”, – თქვა რომის პაპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა