სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ვლადიმერ პუტინი - რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმით

ნახვები: 476 ვლადიმერ პუტინი - რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმით

რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მინსკში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტმა პუტინს კრემლის მიერ ბელარუსის შთანთქმის შესაძლებლობაზე დაუსვა შეკითხვა.

„რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმით. უბრალოდ, ამის მიზანშეწონილობა არ არსებობს“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, „არაკეთილისმსურველები“ რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციული პროცესების შეფერხებას ცდილობენ.

„არაკეთილსინდისიერ გარე კრიტიკოსებს ან არ ესმით, რაზე საუბრობენ, ან სპეციალურად ლაპარაკობენ ამაზე, რათა შეცდომაში შეიყვანონ ხალხი, ვინც ამ საკითხს არ უღრმავდება. საქმე ეხება არა შთანთქმას, არამედ ეკონომიკური პოლიტიკის შეთანხმებას – ისევე, როგორც ეს კეთდება მრავალ სხვა საერთაშორისო გაერთიანებაში. ყველაფერი დანარჩენი ზედაპირული და სისულელეა. ეს არის ჩვენი არაკეთილისმსურველთა მცდელობები, შეაფერხონ ჩვენი ინტეგრაციული პროცესები. ამას ისინი აკეთებენ მხოლოდ იმისთვის, რომ არ მიიღონ მსოფლიო ბაზარზე ეფექტიანი და მათთვის საშიში კონკურენტები. სულ ეს არის“ , – აღნიშნა პუტინმა.

თავის მხრივ, ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბელარუსს არ შეუძლია, მარტომ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

„ახლა ჩვენ რუსეთის პრეზიდენტთან უსერიოზულესი განცხადება გავაკეთეთ. თავდაცვა და უსაფრთხოება. მოდით, გულწრფელად ვთქვათ: შეგვიძლია ჩვენ მარტოს, რუსეთის გარეშე, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა? არ შეგვიძლია. და რთულ პერიოდში მან უარი არ გვითხრა“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

როგორც ლუკაშენკომ განაცხადა, 2020 წელს ბელარუსისთვის დამოუკიდებლობისა და სუვრენიტეტის წართმევა სურდათ, რუსეთმა კი ბელარუსს დახმარების ხელი გაუწოდა.

ამასთან, ლუკაშეკომ მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს „ეს-400“-ისა და „ისკანდერის“ სარაკეტო კომპლექსების მიწოდებისთვის.

აღსანიშნავია, რომ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის და ბელარუსის პრეზიდენტებმა უკრაინის ხსენებას თავი აარიდეს. ეს 2019 წლის შემდეგ ვლადიმერ პუტინის პირველი ვიზიტი იყო მინსკში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა