კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალეკო ელისაშვილი - „მოქალაქეების“ ძალისხმევის შედეგად, პირველი იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26 % იქნება

ნახვები: 642 ალეკო ელისაშვილი - „მოქალაქეების“ ძალისხმევის შედეგად, პირველი იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26 % იქნება

ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარტია „მოქალაქეების“ ძალისხმევის შედეგად, პირველი იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26 % იქნება.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ელისაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი და სიღრმისეული მუშაობა და ასევე მსჯელობა იყო, თუ რატომ იხდიდა ყველაზე დაუცველი ფენა – პენსიონერები ყველაზე მაღალ პროცენტს და რა გამოსავლის პოვნა იყო შესაძლებელი.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „მოქალაქეების“ ინიციატივით, შედგა არაერთი შეხვედრა.

„მათ შორის, გაიმართა განხილვა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეების მონაწილეობით. პარლამენტში შეიქმნა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირების მიზნით. ჩვენ მიერ გატარებული ღონისძიებების საფუძველზე, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა უწყებათაშორის კომისია, რომლის ამოცანაც იყო პენსიების არსებული სისტემის შესწავლა, ამ პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი ანალიზი. კომისიის მუშაობის ფარგლებში, ექსპერტების, პარლამენტის წევრების, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და საბანკო/საკრედიტო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, შემუშავდა ახალი პირობები, რომლის საფუძველზეც გარანტირებული იქნება, პენსიონრისთვის სესხის/კრედიტის გაცემისას სესხის საპროცენტო განაკვეთის ადამიანური პროცენტი. შესაძლებელი გახდა სესხის დაკავშირებული ახალი პირობების ისეთი ფორმით ჩამოყალიბება, რომლის თანახმადაც, დაწესებული იქნება გარკვეული ლიმიტი და პენსიონერებზე სესხის გაცემა მოხდება ისეთ პროცენტში, რომელიც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო არ დაამძიმებს.

დღეის მდგომარეობით, ჩვენი ძალისხმევის შედეგად პირველი იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26 % იქნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა