კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოს პრეიდენტი:ყველა თაობისა და წოდების გვარდიელსა და ჩვენს თავდაცვის ძალებს ვულოცავ ეროვნული გვარდიის დღეს და მადლობას მოვახსენებ ქვეყნის სამსახურისთვის

ნახვები: 543 საქართველოს პრეიდენტი:ყველა თაობისა და წოდების გვარდიელსა და ჩვენს თავდაცვის ძალებს ვულოცავ ეროვნული გვარდიის დღეს და მადლობას მოვახსენებ ქვეყნის სამსახურისთვის

უმაღლესმა მთავარსარდალმა ორბელიანების სასახლეში ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, მეუღლეებთან ერთად, წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლა 

,,ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, 

ქალბატონო მინისტრის მოადგილე, 

ბატონო გენერლებო,

ოფიცრებო, 

სერჟანტებო, 

საქართველოს თავდაცვის წარმომადგენლების საახალწლო მიღება ჩვენ უკვე წესად გვექცა და ძალიან მიხარია. მიხარია, რომ მეძლევა საშუალება ორბელიანების სასახლეში გიმასპინძლოთ და მადლობა მოგახსენოთ ქვეყნის სამსახურისთვის. დღევანდელ დღეს და დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოცვაში ეს არ არის მხოლოდ ფორმალური მადლობა.

ასევე, ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად არიან ის ადამიანები, თქვენი მეუღლეები, რომლებიც მუდმივად გვერდში გიდგანან და ვის გარეშეც თქვენ ასეთი გამართულები ალბათ ვერ იქნებოდით. ოჯახის ძალა დიდია და სამხედრო პირისთვის კიდევ უფრო დიდი საყრდენია. 

დღევანდელი ჩვენი ღონისძიება ემთხვევა, (თუმცა ეს დამთხვევა ნამდვილად არ არის), ეროვნული გვარდიის დღეს და მიხარია, რომ ამ დღეს ერთად აღვნიშნავთ აქ, და სწორედ 20 დეკემბერს, რამეთუ 1920 წლის 20 დეკემბერს, ანუ 102 წელის წინ, საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა ეროვნული გვარდია. 

ასევე, უნდა გავიხსენოთ ის, რომ 12 დეკემბერს დაარსდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდია. ღირსშესანიშნავია, რომ 1918 წლიდან გვარდიამ მონაწილეობა მიიღო ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ყველა ბრძოლაში, ყველა ომში და ამისთვის ჩვენ მათ მიმართ მართლაც დიდი მადლიერება გვევალება.  

ახლა, მსურს, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპული გვარდიელებისა და მათთან ერთად, ჩვენი თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა ხსოვნას.

იმასაც გავიხსენებ, რომ თუ კი დემოკრატიული რესპუბლიკის პირობებში არსებობდა გარკვეული დაძაბულობა ორ, პარალელურ სამხედრო ფორმირებას - გვარდიასა და ჯარს შორის, დღეს ასეთი რამ უკვე გამორიცხულია, რამეთუ დღეს, ეროვნული გვარდია თავდაცვის ძალების ორგანული ნაწილია, მას დიდი პასუხისმგებლობაც აკისრია, რამეთუ ეროვნულ გვარდიას ევალება, შეიარაღებული ძალების რეზერვების მომზადება, გადამზადება და სამობილიზაციო რესურსის მართვა, რაც ყველას გვესმის ჩვენი თავდაცვისთვის რამდენად მნიშვნელოვანია და შეიძლება იყოს.. ღმერთმა არ ქნას... მას ასევე ევალება საგანგებო სიტუაციების, სამოქალაქო ოპერაციების მხარდაჭერა და ეს ყველა ქვეყნისთვის დღევანდელ პირობებში უფრო და უფრო დიდი გამოწვევა და ამდენად, მისი უფრო და უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. 

ეროვნულ გვარდიას და ჩვენს თავდაცვის ძალებს ვუსურვებ დიდ წარმატებას, დღევანდელ დღეს ვულოცავ გვარდიას და როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ყველა თაობისა და წოდების გვარდიელს მადლობას მოვახსენებ სამსახურისთვის. 

მინდა მივულოცო თავდაცვის ძალების ყველა წარმომადგენელს. ძალიან ბედნიერი და მშვიდობიანი წელი ყოფილიყოს, იყოს წელი, რომელიც ნახავს საქართველოს გამთლიანებას, გაძლიერებას და ეს იქნება ყველა ჩვენი წარსული ბრძოლების ყველაზე დიდი, უმაღლესი გამართლება. მე მინდა ყველას დიდი მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისთვის და ყველას, თქვენს ოჯახებთან ერთად, გისურვოთ ძალიან ბედნიერი და მშვიდობიანი 2023 წელი."

პრეზიდენტმა ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა