კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გია ვოლსკი - როგორც კი სააკაშვილთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ჯანდაცვის საკითხებში პიარკამპანია ჩაერთო, აქტუალური გახდა სიტყვები: „მოწამვლა და „პოლონიუმი“ - ეს თემა პოლიტიკური თაღლითების ხელში აღმოჩნდა

ნახვები: 668 გია ვოლსკი - როგორც კი სააკაშვილთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ჯანდაცვის საკითხებში პიარკამპანია ჩაერთო, აქტუალური გახდა სიტყვები: „მოწამვლა და „პოლონიუმი“ - ეს თემა პოლიტიკური თაღლითების ხელში აღმოჩნდა

როგორც კი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ჯანდაცვის საკითხებში პიარკამპანია ჩაერთო, იმ წუთშივე აქტუალური გახდა სიტყვები - მოწამვლა და პოლონიუმი - ეს თემა არა თუ მანიპულატორების, არამედ ჩამოყალიბებული პოლიტიკური თაღლითების ხელში აღმოჩნდა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ყურადღება ასე უნდა მიიქციონ , - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოსლის შეფასებით, სააკაშვილის “დამსახურებული სასჯელისგან“ გათავისუფლებას ასეთი სახის ზეწოლით ცდილობენ.

“მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ თავად სააკაშვილის მხრიდან ადგილი აქვს სიმულაციას, რადგან რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ ლაპარაკი არანაირ მოწამვლაზე არ შეიძლება იყოს. დღეს კი საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ როგორც თავად სააკაშვილი, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ხან ადვოკატებად წარმოგვიდგენენ თავს, ხან ოჯახის წევრებად, ხან თანაპარტიელებად. ყველა ეს ადამიანი გაერთიანებულია იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. ეს ადამიანები ჩამოყალიბებული თაღლითები არიან! ამ თაღლითობას საკმაოდ სერიოზული მიზეზი აქვს - ეს არის პოლიტიკურ ველზე წარმატებისკენ სწრაფვა, საზოგადოების დარაზმვა, რათა რევოლუციური პროცესი განვითარდეს, ხოლო სახელმწიფო ინტერესებს ზარალი მიადგეს. ამ ინტერესს აშკარად ვხედავთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა