კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა მდინარაძე - ოპონენტებმა მხარდაჭერის დაფიქსირება არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით არ მოინდომეს, აქედან გამომდინარე, ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას

ნახვები: 547 მამუკა მდინარაძე - ოპონენტებმა მხარდაჭერის დაფიქსირება არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით არ მოინდომეს, აქედან გამომდინარე, ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას

ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას იმასთან დაკავშირებით, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც რამენაირად შევძლოთ, საერთო კანდიდატზე ჩამოვალიბდეთ,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ შეთავაზებული 5 კანდიდატიდან არცერთის მხარდაჭერა არ მოინდომა.

მდინარაძის განცხადებითვე, იგივე ვითარებაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხზეც.

„დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იმ 5 კანდიდატიდან, რომელთაგანაც შევთავაზეთ, რომ ერთი აერჩიათ და ამის შემდეგ საერთო კანდიდატზე შესაძლებელი იქნებოდა შეჯერება, ჩვენმა ოპონენტებმა არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება არ მოინდომეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას იმასთან დაკავშირებით, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც რამენაირად შევძლოთ, საერთო კანდიდატზე ჩამოვალიბდეთ. იგივე შედეგი დაიდო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დაკავშირებითაც. 32 კანდიდატია წარმოდგენილი და უმრავლესობა კიდევ ერთხელ აფიქსირებს მზადყოფნას, რომ ნახევარს მაინც ამ კანდიდატებიდან, მხარი დავუჭიროთ, ანუ 16-მდე კანდიდატს შეგვიძლია დავუჭიროთ მხარი. არცეთ იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რომლის მხარდაჭერის მზაობაც არის ჩვენი მხრიდან, კონსენსუსი არ არის. როგორც ომბუდსმენის შემთხვევაში, მაინცდამაინც 2 კანდიდატზე რომ არიან ჩამოყალიბებული, აქაც ირკვევა, რომ მათ მიერ მხარადაჭერილი კანდიდატების გარდა, სხვაზე სუაბარს არ აპირებენ. 5-6 კანდიდატია, ვისზეც საუბრობენ - აბაშიძე, ბურჯანაძე და ა.შ. ერთი გადაკვეთის წერტილიც კი არ აღმოჩნდა. ამიტომ ვუწოდებთ ამას, მათი მხრიდან ულტიმატუმს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა