პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ვოლოდიმირ ზელენსკი - კარგი ამბებით ვბრუნდები სახლში

ნახვები: 505 ვოლოდიმირ ზელენსკი - კარგი ამბებით ვბრუნდები სახლში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „პეტრიოტის“ თავდაცვის სისტემები, რომელსაც აშშ უკრაინას გადასცემს, თამაშის წესებს შეცვლის და ეს იქნება „ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის საჰაერო სივრცეში უსაფრთხოების შესაქმნელად“ .

ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე თავს იკავებს.

მისი თქმით, საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაეხმარება ქვეყანას დაიცვას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და ენერგოსექტორი.

„მე კარგი ამბებით ვბრუნდები სახლში. პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა თავდაცვის მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებ, დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. ამ პაკეტის უმნიშვნელოვანესი ელემენტია „პეტრიოტის“ სისტემები, ის, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას. ძალიან კარგი მოლაპარაკება და საუბარი გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რაც პრეზიდენტ ბაიდენთან განვიხილეთ, რასაც მომდევნო წელს ველით და რისთვისაც ვემზადებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე მოუწოდა აშშ-ის კონგრესს დაამტკიცოს 45 მილიარდიანი დაფინანსება, რომელიც მისი თქმით, გლობალური უსაფრთხოების გაძლიერებას მოხმარდება.

მისივე თქმით, „რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ყველაფრისთვის რაც ჩაიდინა“.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, შეერთებულ შტატებში ჩავიდა იმისთვის, რომ უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადოს პრეზიდენტსა და ამერიკელ ხალხს.

„ბოლო 30 დღის განმავლობაში, უკრაინა და აშშ რეალური პარტნიორები და მოკავშირეები გახდნენ“, – აცხადებს ზელენსკი და აღნიშნავს, რომ ეს პარტნიორობა დღევანდელ მოლაპარაკებებში იგრძნობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა