Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

მიხეილ სააკაშვილის ძმა - სახელმწიფო წირავს ადამიანს და მის დაღუპვას აწერს ხელს

ნახვები: 482 მიხეილ სააკაშვილის ძმა - სახელმწიფო წირავს ადამიანს და მის დაღუპვას აწერს ხელს

სახელმწიფო წირავს ადამიანს და მის დაღუპვას აწერს ხელს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც მან საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის განვითარებას მოსამართლე არევაძის დამოკიდებულება განსაზღვრავს.

"მდგომარეობა რომ მძიმეა, ყველანი ვთანხმდებით. პროცესი ორჯერ გადაიდო. ჯერ პროცესს ცხრა დეკემბერს ველოდებოდით, მერე კიდევ ერთხელ გადაიდო თოთხმეტში. მოსამართლე არევაძისგან მოვისმინეთ, რომ პროცესი 21 დეკემბერს არ ჩაინიშნებოდა, რადგან მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე ჰქონდა და არ სურდა დამთხვეოდა. მოვიდა 22 რიცხვი. ჩვენი მოთხოვნა ძალიან მკაფიოა, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. სახელმწიფო წირავს ადამიანს და მის დაღუპვას აწერს ხელს, ვინაიდან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ვერ გაძლებს. დღევანდელი სასამართლო პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლე არევაძემ პენიტენციურ სამსახურს დაავალა, რომ მინიმუმ ჩართონ. თავად დიდი სურვილი ჰონდა, რომ მოსულიყო, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია. რომ ჩართონ, საზოგადოება დაინახავს, რა მძიმე მდგომარეობაშია.

მე მართლა ვერ გეტყვით, რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს პროცესები. ნათლად გამოჩნდება მოსამართლის დამოუკიდებლობა, რადგან მოვლენების განვითარება მასზეა დამოკიდებული. შეიძლება ერთ სასამართლო პროცესში დაასრულოს, შეიძლება - ათში. უბრალოდ, ჩვენ კიდევ ვაფიქსირებთ, რომ პროცესების გაწელვა მის მდგომარეობას მეტად დაამძიმებს", - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა