კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დღეს პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს

ნახვები: 295 დღეს პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო ფორმატში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვას დღეიდან დაიწყებს.

საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტის კანონპროექტზე დღეს სამ კომიტეტზე - იურიდიულ, თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებზე იმსჯელებენ.

2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 1 147.6 მილიონი ლარით იზრდება. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ხარჯვითი ნაწილი 17 მილიარდ ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე 2021 წლის ბიუჯეტში ასახული არ არის „კოვიდ-19"-ით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, აღნიშნული ხარჯები 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში აისახება.

მთავარი საფინანსო დოკუმენტის წინასწარი ვარიანტის მიხედვით, გათვალისწინებულია პედაგოგთა ნაწილის ხელფასების ზრდა, ასევე პენსიებთან დაკავშირებული ახალი სისტემა, რაც ნიშნავს, რომ პენსიის ზრდა ინფლაციაზე იქნება მიბმული.

„საქართველოს პარლამენტში შემოსულია 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, რომელიც საკომიტეტო განხილვების და მოსმენების შემდგომ შესაბამისი მოსაზრებებითა და შენიშვნებით უკვე გაიგზავნება საქართველოს მთავრობაში, შემდგომ უკვე წლის ბოლოს შემოვა უკვე გადამუშავებული საბოლოო ვერსია ბიუჯეტის პროექტის სახით. რაც შეეხება წარმოდგენილ ბიუჯეტს უნდა ითქვას, რომ ამ ბიუჯეტის ერთ-ერთი მიმართულება არის კორონავირუსიდან გამომდინარე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევა, ამ თვალსაზრისით ბიუჯეტის პროექტში ჩადებული არის ის მექანიზმები, რომელმაც უნდა მოახდინოს ეკონომიკური რეცესიის შედეგების აღმოფხვრა, ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით მთელი რიგი პროგრამებია გათვალისწინებული", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიცია წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს. როგორც „ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი საზოგადოებაზე მორგებული არ არის.

„ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობას ნამდვილად არ ვგეგმავთ. ამის აზრს ვერ ვხედავთ, იმდენად არაპროფესიონალურად არის შედგენილი საფინანსო დოკუმენტი და იმდენად არ ასახავს იმ უმწვავეს პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად შეიცვლება არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ახლად ჩამოყალიბებულ კოალიციურ მთავრობას სწრაფ ტემპში მოუწევს ახალი ბიუჯეტის პროექტის შედგენა", - განაცხადა „ევროპული საქართველოს" წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

პარლამენტი დღეიდან დაიწყებს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტის განხილვას, რასაც არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებული ახალი მოწვევის პარლამენტი გააგრძელებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა