კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აშშ-ის სენატმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს

ნახვები: 543 აშშ-ის სენატმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს

აშშ-ის სენატმა მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, სადაც უკრაინისთვის თითქმის 45 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარებაა გათვალისწინებული. „როიტერის“ ინფორმაციით, დოკუმენტს მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, 29 კი წინააღმდეგი წავიდა.

კანონპროექტში უკრაინის სამხედრო დახმარებაზე 23,5 მილიარდი დოლარია გათვლილი. საერთო ჯამში კი, უკრაინის ომთან დაკავშირებული მუხლი, რომელიც მოიცავს სამხედროების წვრთნას, აღჭურვას, ლოჯისტიკას, სადაზვერვო მხარდაჭერას და ასევე მარაგების შევსებას, ითვალისწინებს 44,9 მილიარდი დოლარის გამოყოფას.

ამასთან ერთად, აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის, დახმარების სახით, არანაკლებ 132 მილიონ 25 000 დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

1.tv.ge

ბიუჯეტი სულ 1,7 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ახლა ის დასამტკიცებლად წარმომადგენელთა პალატას უნდა გადაეგზავნოს. შემდეგ კი მას ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.

ბიუჯეტის დამტკიცებამდე სენატმა ასევე დაამტკიცა შესწორება, რომელიც რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ფინანსური აქტივების გასხვისებით მიღებული შემოსავალის უკრაინისთვის გადაცემას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა