კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რატი იონათამიშვილი - უკეთესი იქნებოდა, ყოფილი თანამდებობის პირების განცხადებისთვის სათაურად მიშას ფანკლუბის განცხადება დაერქვათ

ნახვები: 576 რატი იონათამიშვილი - უკეთესი იქნებოდა, ყოფილი თანამდებობის პირების განცხადებისთვის სათაურად მიშას ფანკლუბის განცხადება დაერქვათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყოფილი თანამდებობის პირების მიერ გავრცელებული განცხადება, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი სატელიტების განცხადებაა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას იონათამიშვილმა აღნიშნა, განცხადებას ძალიან უხერხული აფიშა ჰქონდა. მისივე თქმით, არც თანამდებობაა პრივილეგია და, მით უმეტეს, არც ყოფილი თანამდებობის პირია პრივილეგირებული.

„ხელმომწერთა სიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ, ფაქტობრივად, ეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი სატელიტების განცხადებაა. ალბათ უკეთესი იქნებოდა, მათ განცხადებისთვის სათაურად დაერქვათ, რომ ეს არის მიშას ფანკლუბის განცხადება. ჩვენი საზოგადოებისთვის ასე უფრო გასაგები იქნებოდა. მსგავს განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა