კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გია ვოლსკი - გიორგი მარგველაშვილი განვლილი ცხოვრებით გამორჩეულია და „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტულ აქტივობებში მისი ჩართვა, სწორი არ არის

ნახვები: 551 გია ვოლსკი - გიორგი მარგველაშვილი განვლილი ცხოვრებით გამორჩეულია და „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტულ აქტივობებში მისი ჩართვა, სწორი არ არის

გიორგი მარგველაშვილი განვლილი ცხოვრებით გამორჩეულია და „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტულ აქტივობებში მისი ჩართვა, სწორი არ არის, - ეს შეფასება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

აღნიშნული განცხადებით ვოლსკი ყოფილი თანამდებობის პირების მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოაქვეყნა.

ვოლსკიმ ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციის მიზანი დესტაბილიზაციის გამოწვევაა, თუმცა მათ ამის ძალა და რესურსი არ გააჩნიათ.

„დესტაბილიზაციის მიმართულებით რადიკალური ოპოზიციის ძალისხმევა გრძელდება. მათ შორისაა მარგველაშვილიც, თუმცა მას დიდი წონა და მნიშვნელობა არ აქვს. სამწუხაროდ, გიორგი მარგველაშვილს საზოგადოება სერიოზულად არ აღიქვამს. ამავე სიაშია იგივე დავით კეზერაშვილი, რომელიც გაუგონარი სცენარით გამდიდრებული ადამიანია, ძირითადად ქართული ჯარის ხარჯზე. პრაგმატიზმის გარდა, ეს განცხადება მორალურ სტანდარტებს ეხება და აქაც მარგველაშვილს გამოცდა ჩაუბარებელია", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, 130-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნისკენ მოუწოდებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში წამებით მოკვდინებას ექნება უაღრესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკური შედეგები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა