კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეა წულუკიანი - მინდა, მარგველაშვილს და კოლექტიურ მარგველაშვილებს ვუთხრა, რაც არ უნდა გინდოდეთ, საქართველო ევროპულ გზაზე არ დამარცხდება

ნახვები: 645 თეა წულუკიანი - მინდა, მარგველაშვილს და კოლექტიურ მარგველაშვილებს ვუთხრა, რაც არ უნდა გინდოდეთ, საქართველო ევროპულ გზაზე არ დამარცხდება

მინდა, მარგველაშვილს და კოლექტიურ მარგველაშვილებს ვუთხრა, რაც არ უნდა გინდოდეთ, საქართველო ევროპულ გზაზე არ დამარცხდება, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანი გამოეხმაურა ყოფილი თანამდებობის პირების მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა გამოაქვეყნა.

თეა წულუკიანის თქმით, ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს მიმართ უსამართლო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში ევროკავშირის მიერვე იქნება გამოსწორებული.

„მარგველაშვილის წერილთან დაკავშირებით ჩემი პირველი რეაქციაა, რომ სააკაშვილს ვუთხრა, მორიგჯერ გიყენებენ. მიშა მათ იარაღად არის ქცეული. არ მინდა, უფრო უხეში სიტყვები გამოვიყენო. ადამიანის სიცოცხლით თამაში აბსოლუტურად ამორალური ქმედებაა. ინდივიდს თავისი უფლებები აქვს და თუ თავად სააკაშვილი თანახმაა, რომ ის მხოლოდ გამოყენებითი ინსტრუმენტი იყოს გარეთ დარჩენილი წარუმატებელი პოლიტიკოსების ხელში, მათ შორის მარგველაშვილის ხელში, ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილებაა.

მარგველაშვილს და კოლექტიურ მარგველაშვილებს, რომლებიც ისე მოქმედებენ დღეს, როგორც თავის დროზე, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მოპოვებას რომ ვცდილობდით, გიორგი კანდელაკი და მისი თნამებრძოლები, მინდა, ვუთხრა, რომ რაც არ უნდა გინდოდეთ, საქართველო ევროპულ გზაზე არ დამარცხდება. ქართველ ხალხს საუკუნეების განმავლობაში სხვა ძალიან ბევრი განსაცდელი გამოუვლია და არასოდეს დამარცხებულა. დროებითი წარუმატებლობა რაც იყო, ევროკავშირის მხრიდან სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება – ჩვენ ქვეყანას უთხრეს უარი და მოლდოვას, უკრაინას უთხრეს – კი, დარწმუნებული ვარ, ქართველი ერისა და მისი ხელისუფლების წარმატებული ძალისხმევის შედეგად, უახლოეს მომავალში ევროკავშირის მიერვე იქნება გამოსწორებული“, – განაცხადა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა