კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სარჯველაძე - ჩვენ გვესმის მოარული, სპეკულაციური აზრები, რომ ადგილი აქვს მოწამვლას, შემდეგ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს ექსპერტიზის კვლევაზე, ეს საკმაოდ ცუდ ეჭვებს შეიძლება, აღძრავდეს

ნახვები: 469 მიხეილ სარჯველაძე - ჩვენ გვესმის მოარული, სპეკულაციური აზრები, რომ ადგილი აქვს მოწამვლას, შემდეგ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს ექსპერტიზის კვლევაზე, ეს საკმაოდ ცუდ ეჭვებს შეიძლება, აღძრავდეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ექსპერტიზის ჩატარებაზე მიხეილ სააკაშვილის უარი, შეიძლება, საკმაოდ ცუდ ეჭვებს აღძრავდეს.

მისი თქმით, ეს ეჭვები საზოგადოებას ბუნებრივად უჩნდება.

„პირდაპირ ვიტყვი, უბრალოდ, ალოგიკურს ხდის მთლიანად პოზიციას, რომელიც უკავია ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ან მის მომხრეებს. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ გვესმის მოარული, სპეკულაციური აზრები იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი აქვს მოწამვლას და შემდეგ პირი, რომელიც ასეთ ბრალდებებს აყენებს, უარს აცხადებს ნიმუშების გაცემაზე, ექსპერტიზის კვლევაზე და ჭეშმარიტების დადგენაზე, ადგილი ჰქონდა თუ არ ჰქონდა ასეთ ფაქტს. ეს, ბუნებრივია, შეიძლება, საკმაოდ ცუდ ეჭვებს აღძრავდეს. საზოგადოებას ეს ეჭვები, მე ვეტყვი თუ არ ვეტყვი, ამისგან დამოუკიდებლად, ბუნებრივად უჩნდება, ამიტომ არ არის ეს მისი მხრიდან მოსაწონი აქტი და, პირიქით, შეიძლება, მრავლისმეტყველი იყოს, არცთუ კარგი რაღაცების მიმართ მისი პოზიციების შესახებ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა