კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანა წითლიძე - ჩემი შიმშილობის მე-10 დღეს მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ, როგორც ადამიანმა ადამიანს და როგორც ქალმა ქალს - გააკეთოს ყველაფერი, რომ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე

ნახვები: 593 ანა წითლიძე - ჩემი შიმშილობის მე-10 დღეს მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ, როგორც ადამიანმა ადამიანს და როგორც ქალმა ქალს - გააკეთოს ყველაფერი, რომ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე

მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ, როგორც ადამიანმა ადამიანს და როგორც ქალმა ქალს, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მოშიმშილე დეპუტატმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება თავად მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, წითლიძის თქმით, ის პატივს სცემს ექიმების რეკომენდაციას, თუმცა, რჩება ურყევი თავის გადაწყვეტილებაში და განაგრძობს პროტესტის ამ ფორმას იქამდე, ვიდრე ფიზიკური მონაცემები ამის საშუალებას მისცემს.

„პირველ რიგში, დღეს ჩემი შიმშილობის მეათე დღეს მინდა, მივმართო საქართველოს პრეზიდენტს არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც ადამიანმა ადამიანს და როგორც ქალმა ქალს, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე. არ შეიძლება ჩვენ ვუყურებდეთ იმას, რაც ხდება ახლა მესამე პრეზიდენტის თავს და არ ვაკეთებდეთ არაფერს.

რაც შეეხება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, არაერთხელ ვთქვი, რომ სანამ მომცემს ჩემი ფიზიკური მდგომარეობა შიმშილობის გაგრძელების შესაძლებლობას, მანამდე მე ამას გავაგრძელებ. ექიმების რეკომენდაციას პატივს ვცემ, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებაში ვარ ურყევი, ვაგრძელებ პროტესტის ამ ფორმას“,- განაცხადა ანა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა